FIFA-ს დაკავებულ ხელმძღვანელებს ქრთამის სახით 100 მლნ დოლარის აღებაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგრედო. ასევე კოსტა რიკას ფეხბურთოს ფედერაციის ხელმძღვანელი, ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოსე მარია მარინი.
„ფიფას“ ოფიციალური პირები შვეიცარიის პოლიციამ დღეს, ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 1990-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება შესაძლოა, 2018-2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილების არჩევის საკითხითაც დაინტერესდეს. შეგახსენებთ, ჩემპიონატების ჩატარების ადგილად რუსეთი და ყატარი შეირჩა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაკავებულების ექსტრადირება აშშ-ში მოხდება.
29 მაისს ციურიხში „ფიფას“ ყოველწლიური შეხვდრა გაიმართება, რომელზეც ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები






