ამერიკულმა გამოცემა "ფორბსმა" მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად. პირველ ადგილზე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გავიდა, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელია, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის ლიდერობს. რეიტინგის არსებობის ისტორიაში კი პირველი პოზიცია უკვე მეათედ დაიკავა. მეორე ადგილის მფლობელი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი გაახდა.
გავლენიანი ქალების რეიტინგში მესამე ადგილი ბილ გეითსის მეუღლემ, "ბილ და მელინდა გეითსების ფონდის" თანადამფუძნებელმა და თანათავმჯდომარემ, მელინდა გეითსმა მოიპოვა. მეოთხეზე გავიდა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, ჟანეტ იელნენი, მეხუთეზე - "ჯენერალ მოტორსის" გენერალური დირექტორი, მერი ბარა. ათეულში შევიდნენ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი; ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, "ფეისბუქის" დირექტორთა საბჭოს წევრი შერილ სენდბერგი, "იუთუბის" გენერალური დირექტორი სიუზენ ვოჯისკი და აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა.
ასეულში მოხვდენენ ბიონსე, ტეილორ სვიფტი, შაკირა, ოპრა უინფრი, სოფია ვერაგრა, ელენ დეჯენერესი და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






