რუსეთის სამხედრო ინდუსტრიალიზაციის კომისიის მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთს ფრანგული „მისტრალების“ შეძენა აღარ სურს, ის საკუთარი ვერტმფრენთმზიდი ხომალდის შექმნაზე მუშაობს და საფრანგეთთან განსახილველ ერთადერთ საკითხად, უკან დასაბრუნებელი თანხა რჩება, რომელიც მოსკოვმა პარიზისგან უნდა მიიღოს.
„ჩვენ მსგავსი სისტემის შექმნა გვაქვს დაგეგმილი, პროექტი უკვე არსებობს, თუმცა იგი ცოტათი განსხვავებული იქნება. ჩვენ „მისტრალის“ კოპირების მიზანი არ გვაქვს“ - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ბოჩკარევმა.
ორი „მისტრალის“ გადაცემასთან დაკავშირებული კონტრაქტი რუსეთსა და საფრანგეთს შორის 2011 წელს გაფორმდა. პირველი ხომალდის გადაცემა 2014 წელს იგეგმებოდა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთმა რუსეთისათვის ორი ვერტმფრენთმზიდი ხომალდის, "მისტრალების" გადაცემის საკითხი უკრაინის კრიზისის გამო შეაჩერა. საპასუხოდ, რუსეთმა მოითხოვა, რომ ფრანგულ მხარეს ან გადაეცა ავიამზიდები, ან გადახდილი თანხა დაებრუნებინა შემკვეთისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






