ნუცუბიძეზე მოკლული 18 წლის ბეგი მამალაძის ახლობლებს და მეგობრებს პოლიცია გვიან ღამემდე ჰკითხავდა.
ნუცუბიძის პოლიციაში მიიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული პირიც.
„სადაც მანქანას ვაჩერებ იქ მოკლეს ეს საწყალი ბიჭი. მე ვიყავი ნახევარი საათით ადრე მოსული შემთხვევის ადგილზე. ჩემით გამოძიება იმიტომ დაინტერესდა, რომ ჩემს ავტომობილზე აყენია ვიდეო რეგისტრატორი. ჩანაწერში არავითარი ხმაური არ ისმის, ჩანს, რომ ამ ბიჭის მოსაკლავად მოვიდნენ, რადგან იქ არც ჩხუბი იყო და არც გარჩევა“, - განაცხადა დაკითხვის შემდეგ მამა გიორგი ჩაჩავამ.
ნუცუბიძის მესამე პლატოზე, მე-10 კორპუსთან მკვლელობა გუშინ მოხდა. 18 წლის ბიჭი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანატოლებმა დანით დაჭრეს. მიყენებეული ჭრილობებით ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები






