აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ეშ კარტერის განცხადებით, ერაყის ჯარებს ჯიჰადისტებათან ბრძოლის სურვილი არ გამოუვლენიათ, რაც ISIS-ის მიერ ქალაქ რამადის დაკავების მთავარი ფაქტორი გახდა.
კარტერის თქმით, ერაყის სამთავრობო ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს რაოდენობით აღემატებოდნენ, თუმცა მათ გამარჯვება მაინც ვერ მოახერხებს. „რეალურად, ერაყელებს ბრძოლის სურვილი არ ჰქონდათ. ისინი ბევრად მეტნი იყვნენ, ვიდრე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, თუმცა მაინც დამარცხდნენ. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ერაყელებს თავდაცვისა და მტრისთვის წინააღმდეგობის სურვილი უბრალოდ არ ჰქონდათ" - განაცხადა კარტერმა CNN-ის ჟურნალისტთან საუბრისას.
აღნიშნულ განცხადებას ერაყის მთავრობა გამოეხმაურა და ცრუ ბრალდება უწოდა. ერაყის სამხედრო ძალების მეთაურის განცხადებით, რამადის ჯიჰადისტებისგან რამდენიმე კვირაში გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, სირიის უძველესი ქალაქი პალმირა, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის და მის ტერიტორიაზე მრავალი მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ძეგლი მდებარეობს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა რამდენიმე დღის წინ დაიკავეს. არსებობს საფრთხე, რომ პალმირა იმავე ბედს გაიზიარებს, რაც ერაყის რამდენიმე ისტორიულმა ძეგლმა, რომლებიც ჯიჰადისტებმა გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა სიკვდილით 400-მდე ადამინი დასაჯეს, მათ შრის უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






