მაშინ როცა არასასურველ ადგილას ხარ, მნიშვნელობა არ აქვს შენ წინ ვინ დგას - ამერიკის პრეზიდენტი თუ პირველი ლედი. მთავარია, იქაურობას თავი დააღწიო და ყველამ გაიგოს თუ რას გრძნობ.
სწორედ ასე მოიქცა თეთრი სახლის კორესპოდენტის, ლაურა მოზერის პატარა გოგონა კლაუდია, რომელიც დედას ოფიციალურ ვახშამზე ახლდა და ამერიკის პირველ პირებთან შეხვედრით აღფრთოვანებული აშკარად არ იყო.
როგოც ჩანს, გოგონას თეთრი სახლის კედლებში ოფიციალური განწყობა მობეზრდა. უკმაყოფილო კალუდია პრეზიდენტ ობამას წინ იატაკზე დაემხო და მიუხედავად ობამების მცდელობისა, მათთვის ყურადღებას არ მიუქცევია.
თეთრი სახლის ფოტოგრაფის, პიტ სუზის მიერ გადაღებული ფოტომ ინტერნეტი დაიპყრო.
"აი, როგორ უნდა მოუწყო პრეზიდენტს ნამდვილი ისტერიკა" - წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები. „ისტერიკიანი გოგონას“ ფოტო მოზერიმ „ტვიტერის“ გვერდზეც ატვირთა.
„ჩემი გოგონა ინტერნეტ ვარსკვლავია“ - წერს მოზერი.

მასალის გამოყენების პირობები






