მაისის კრიმინალური ქრონიკა და რეკომენდაცია შსს-ს - „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" განცხადება
სამართალი - 15:59, 25 May, 2015     1318

„სამართალდამცველთა დაცვის ლიგა“ რეკომენდაციით მიმართავს შსს-ს, იზრუნოს პოლიციის კვალიფიციური კადრებით დკაომპლექტებაზე, პოლიციელთა ღირსების დაცვაზე, ასევე პოლიციელთა და მათი ოჯახების სოციალურად დაცვაზე.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ასევე მაისის თვის კრიმინალური ქრონიკის არასრული ჩამონათვალია წარმოდგენილი.

„უკვე მესამე წელია საქართველოში კრიმინოგენული ვითარება უკიდურესად მძიმდება. ხოლო, ბოლო თვეების განმავლობაში კი, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამის თავალსაჩიონებისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებას, წარვუდგინოთ მაისის თვის, კრიმინალური ქრონიკის არასრული ჩამონათვალი:

2 მაისს, თბილისში, ვაკის რაიონში დაყაჩაღებულია „პროკრედიტ ბანკი“;

3 მაისს, შუახევში, 25 წლის დავით დავითაძის მკვლელობასა და ორი პირის დაჭრაში, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირია ბრალდებული;

7 მაისს, სოფელ ყულისკარში, გაუგონარი ვანდალური ფაქტია ჩადენილი, კერძოდ, გარდაცვლილი ქალბატონი ამოთხრილი და გაქურდულია საფლავიდან;

13 მაისს, ზესტაფონში დაყაჩაღებულია „კოდაკის“ოფისი და ლომბარდი;

13 მაისს, ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩაში, დაყაჩაღებულია და წამებით მოკლულია 80 წლის ქალბატონი;

13 მაისს, თბილისში, კერძოდ გლდანში, დაყაჩაღებულია „ლიბერთი ბანკი“;

16 მაისს, ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში, ერთი პირის მკვლელობასა და ერთის დაჭრაში ბრალდებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი;

17 მაისს, თბილისში, შანიძის ქუჩაზე დაყაჩაღებულია ლომბარდი;

18 მაისს, რუსთავში, 23 წლის გოგონას ყელი გამოჭრეს;

18 მაისს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, დაყაჩაღებულია „საქართველოს ბანკი“;

დღეს 25 მაისს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულია ბიზნესმენი, გამტაცებლები კი სოლიდურ თანხას ითხოვენ. ასევე, გახშირებულია ოკუპანტების მხრიდან, ადამიანთა მასიური გატაცებები თანხის გამოძალვის მიზნით.

სიღნაღის რაიონის სოფლებში ანაგაში, ჯუგაანში და ბაკურციხეში „ლიბერთი ბანკის“ სწრაფი გადახდის ცენტრებია გაქურდული. ქობულეთში, სწრაფი გადახდის აპარატებია გაქურდული. თბილისში დაყაჩაღებულია ბრიტანელი ჟურნალისტი. გახშირებულია კრიმინალური სამყაროს ლიდერების უხეში ჩარევა ბიზნეს საქმიანობაში. მსხვილფეხა საქონლის გახშირებული ქურდობის ფაქტებზე სოფლის მოსახლეობა მკვეთრ უკმაყოფილებას გამოხატავს.

ყოველივე ამის ფონზე, ვხედავთ შსს-ს სტატისტიკას, რომელიც თვიდან თვემდე, დანაშაულის შემცირებით და გახსნის მაჩვენებლის მატებით იწონებს თავს. დანაშაულის დამალვამ, დანაშაულის კვალიფიკაციის დაწევამ და სტატისტიკის ხელოვნურად გალამაზებამ, რა შედეგი გამოიღო, კარგად ახსოვს ქართულ საზოგადოებას. გარწმუნებთ, ყოველივე ეს, დამღუპველად მოქმედებს დღესაც. რეკომენდაციით მივმართავთ შსს-ს ხელმძღვანელობას: იზრუნოს პოლიციის კვალიფიციური კადრებით დასაკომპლექტებლად, პოლიციელთა ღირსების დასაცავად, პოლიციელთა და მათი ოჯახების სოციალურად დასაცავად. კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ გაატაროს, კანონით დაშვებული ყველა მკაცრი ზომა, რადგან ქვეყანაში, თითოეულმა ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42