ვალერი ხაბურზანია: ,,საქართველოს რუსეთთან აერთიანებს რწმენა და უსაფრთხოების საკითხები’’
პოზიცია - 19:45, 18 Feb, 2013     1524

 


ხაბურზანია იმასაც აკონკრეტებს, თუ რატომ ქმნის საქართველოში პრორუსულ პარტიას.


როგორც თავად ,,იზვესტია" წერს, ,,ამჟამად რუსეთში მცხოვრები და იქ დასაქმებუილი ვალერი ხაბურზანია, ქართველი პოლიტიკოსისთვის, ძალიან სარისკო განცხადებას აკეთებს, კერძოდ, ის ემზადება ჩამოაყალიბოს თავის სამშობლოში პრო-რუსული ორგანიზაცია და მასთან ერთად არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა".


- თქვენს მობილურ ტელეფონზე ავტომოპასუხე გვატყობინებს, რომ აბონენტი იმყოფება ,,ეფ-ეს-ბე""-ს პატრონაჟის ქვეშ, რას იტყვით ამის შესახებ?


- ეს ზარი ვიღაცამ დამიყენა და ვერ ვცვლი, ასეთი ავტომოპასუხე თვეში 3 რუბლი ღირს.


- რატომ გადაწყვიტეთ დაკავებულიყავით პოლიტიკით და შექმნათ პრორუსული პარტია?


- საქართველოში ყველა ერიდება სახელწოდებას - პრორუსული. ეს სახელწოდება რა ნიშნავს? იმას, რომ ჩვენ გავატარებთ არა რუსულ ინტერესებს, ჩვენ ვიმოქმედებთ საქართველოს ინტერსებისთვის - რუსეთის ვექტორით. აქ არაფერია საშიში. ჩვენ ვიმუშავებთ იმათთან, ვინც მზად იქნება თანამშრომლობისთვის, რათა შევქმნათ მსხვილი პრო-რუსული კოალიცია. ამჟამად, ვაკვირდებით რა სიტუაციაა ამ კუთხით საქართველოში და რუსეთშიც - დღეს მიმდინარეობს ფორმირება სავარაუდო მოკავშირეების. მე არსად მეჩქარება, ვაკვირდები ვინ შეიძლება დამეხმაროს ქართული პოლიტიკის სპექტრიდან ამ გეგმის განხორციელებაში.


არსად არ მეჩქარება. საპრეზიდენტო არჩევნები არის ოქტომბერში, მაგრამ ამ არჩევნებში ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს, ამიტომ წამგებიანი თამაშის დაწყებას არ ვაპირებთ. ჩვენ მოვემზადებით 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
პარტიის სახელწოდებასთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ შემოდგომაზე. ის აუცილებლად უნდა ასახავდეს რუსეთისადმი გამოჩენილი ქართველების დამოკიდებულებას, მაგალითად იმ ცნობილი წარმომადგენლებისა, რომლებიც სწავლობდნენ რუსეთში და ატარებდნენ საქართველოს ინტერესებს - ,,თერგდალეულებს" ვგულისხმობ.


,,испившие Терека" - აი, რაღაც ასეთი უნდა იყოს სახელწოდებაში...


- დარწმუნებული ხართ, რომ ასეთ პარტიას საქართველოში მხარს დაუჭერენ?


- მე მყავს საკმარისი წრე, რაც მაძლევს საშუალებას, მქონდეს იმედი 15-20 % მხარდაჭერის. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს იქნება ლეგალიზებული და ხალხს არ შეეშინდება, პროცენტები გაიზრდება, ანუ ამის ნიადაგი არსებობს და დანარჩენი ჩვენს მუშაობაზეა დამოკიდებული. ფორმალური ქმედებები რეგისტრაციისა საპრეზიდებტო არჩევნებამდე არ იქნება. საწყის ეტაპზე დავკავდები პოლიტიკური მოლაპარაკებებით და შეხვედრებით.


- ახალი ხელისუფლება აწარმოებს ჰუმანიტარულ და სავაჭრო მოლაპარაკებებს რუსეთთან, ეს ცოტაა?


- ახალი ხელისუფლების ქმედებები არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. ამიტომ ვქმნი ასეთ პარტიას. არსებული ხელისუფლება დასავლურია, მაგრამ მე მივესალმები, რომ მათ სურთ აღადგინონ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან.


- მთავარი პრობლემა, ნებისმიერი პოლიტიკური სპექტრისთვის, არის ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ რა შეგიძლიათ შესთავაზოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით?


- ოჰ, ეს ძალიან რთული თემაა. აფხაზებთან და ოსებთან საჭიროა იყო ურთიერთდამთმობი, მაშინ შევძლებთ, ვიპოვოთ შეხების წერტილი და შუამავალი ამაში, აუცილებლად, რუსეთი უნდა იყოს. ორი მთავარი მომენტი, რაც გვაერთიანებს რუსეთთან, ეს არის საერთო რწმენა და უსაფრთხოების საკითხები კავკასიაში, რაც არა მარტო ჩვენი ინტერესის სფეროა, არამედ რუსეთისაც. საქართველოს შეუძლია გახდეს კარგი პარტნიორი და პირიქით. მე მაქვს ამის გამოცდილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42