რუსეთის პატრიარქმა, კირილმა სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში საკუთარი გვერდი შექმნა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვერდი პირადად პატრიარქის მოთხოვნით შეიქმნა და ნამდვილად მას ეკუთვნის. თუმცა, თავად პატრიარქი პოსტავს თუ არა, უცნობია - წერს გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“.
პატრიარქ კირილის სოციალურ გააქტიურებას მომხმარებელთა გააქტიურებაც მოჰყვა, რომლებიც „ხოტბისშემხმელ“ კომენტარებს არ იშურებენ. „როდის დასჯის პუტინს ღვთისმშობელი?“ „როგორი საათები გირჩევნიათ?“ - წერენ მომხარებლები პატრიარქის გვერდზე.
კომენტარებში ბევრი შეურაცხმყოფელი და ათეისტური განცხადებაა. მომხმარებელთა ნაწილი პატრიარქის თანაშემწეებს კომენტარების გაფილტვრას „ურჩევს.“
„შესაძლოა პატრიარქი „ინსტაგრამზეა“ და არ სცალია. იქნებ თანშემწეებმა უკონტროლოთ კომენტარები“ - წერენ მომხმარებლები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პატრიარქმა სინოდის წევრებსა და სასულიერო პირებს სოციალურ ქსელში აქტიურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ინტერნეტზე დამოკიდებულებისა და მისი როლის გათვალისწინებით, მოზარდებისთვის სწორი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად სასულიერო პირთა სოციალურ ქსელებში აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.



მასალის გამოყენების პირობები






