სკანდალური განცხადება: "ბესიკ ხარძიანის გვამის გაყიდვას მთავაზობდნენ..." - ირაკლი კორძაია
სამართალი - 09:58, 25 May, 2015     4144

ჟურნალისტი ირაკლი კორძაია საქართველოდან წასვლის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მასზე გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კორძაიამ განმარტა, მის მიმართ ზეწოლა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.

„პროკურატურა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საზოგადოებამ ეს თემა მიივიწყოს. ხარძიანის მკვლელობის შემდეგ ჩემს მიმართ ზეწოლის მრავალსახეობა განხორციელდა. ერთ-ერთს ადგილი ჰქონდა ხარძიანის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ. ამ ყველაფერში ბუნებრივია, ჩართულია უშუალოდ გიორგი უდესიანი, პრემიერ-მინისტრის ნათესაობა, პროკურატურა და ყველა ის მანქანები, რაც მათ ხელთ გააჩნიათ. კონკრეტიკისგან დღეს თავს შევიკავებ, თუმცა გპირდებით, რომ უახლოეს დღეებში ყველაფერს დეტალუარდ გიამბობთ. რაც შეეხება ზეწოლის კონკრეტულ ეპიზოდს ხარძიანის მკვლელობიდან მეორე დღეს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. შეხვედრა ბელისნკის ქუჩაზე კაფე „რუმსში“ შედგა. ჩვეულებრივ გვამის გაყიდვას მთავაზობდნენ სიჩუმის სანაცვლოდ. მე უნდა გამეყიდა ბესო ხარძიანის გვამი, სიჩუმის სანაცვლოდ. ვისგან მოდიოდა ეს შემოთავაზება, ძნელი მისახვედრი არ არის, რადგანაც ბრალდებებს უშუალოდ ბესო ხარძიანის მთავარ მტერს და იმ ადამიანებს ვუყენებდი, რომლებიც უშუალოდ გიორგი უდესიანს მფარველობდნენ. ეს ადამიანები პრემიერ-მინისტრი და მისი ნათესავები არიან“, - განმარტა ირაკლი კორძაიამ.

ირაკლი კორძაიამ საქართველო გასულ კვირას დატოვა, ის ბერლინში გაემგზავრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42