იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მიმდინარეობს.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქმის გამოძიების ვადა გაგრძელდა და ამის მიზანია დადგინდეს, თუ ვინ არის მკვლელობის შემკვეთი ან თანამონაწილე.
„საგამოძიებო მოქმედებები ტარდება როგორ საქართველოში ისე, მის ფარგლებს გარეთ. გამოძიების გაგრძელების მიზანი არის ის, რომ დადგინდეს, თუ ვინ არის სოსანაშვილთან ერთად ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი თუ წრე, ვინც შეუკვეთა და ორგანიზება გაუკეთა ვაზაგაშვილის მკვლელობას“, - განაცხადა ადვოკატმა.
მოსიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი ადამიანები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყვნენ.
„პროცესის მწარმოებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, არსებობს საფუძველი, რომ გამოძიება გაგრძელდეს სოსანაშვილის მიმართ და ასევე სხვა პირთა გამოსავლენად, რომლებლსას სავარაუდოდ კავშირი აქვთ მკვლელობასთან. ამიტომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გეტყვით, რომ გამოძიების გაგრძელების ვადა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. საგამოძიებო გუნდმა საჭიროდ მიიჩნია, რომ რომ გაეგრძელებინათ ვადა. თქვენ იცით, რომ გამოძიების ვადას სასამართლო აგრძელებს, პროკურატურა კი შუამდგომლობას აყენებს. ეს რომ არ ყოფილიყო დასაბუთებული შუამდგომლობა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღებოდა“, - განაცხადა მოსიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






