რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა.
ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ფიგურანტი ჩეჩნეთის მოქალაქე რუსლან მუხადინოვია, რომელიც შესაძლოა ის „რუსიკი“ აღმოჩნდეს, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა პირველ ჩვენებაში ახსენა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მუჰადინოვი მართავდა იმ ავტომობილს, რომლიდანაც ნემცოვს ესროლეს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ წინასწარ გამზადებულ ჩვენებაზე ხელი მოწერა აიძულეს, რომელშიც ნახსენებია, რომ დადაევი ნემცოვის მკვლელობისთვის იარაღითა და მანქანით ვინმე „რუსიკმა“ უზრუნველყო.
მასალის გამოყენების პირობები






