ირაკლი მენაღარიშვილი: „ჩვენ კვლავ რუსეთთან საომარ ვითარებაში ვიმყოფებით“
პოზიცია - 13:18, 18 Feb, 2013     3780

 

 

საქართველოს შიდა პოლიტიკას განაპირობებს ის კონტექსტი, რაშიც ის გეოპოლიტიკურად იმყოფება.


ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთით არის უზარმაზარი, ე.წ დსთ-ს სივრცე, რომლის ძირითადი კომპონენტი არის რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც გვაქვს ისეთი ექსტრემალური ურთიერთობა, რომ უარესი არც შეიძლება არსებობდეს. ჩვენ კვლავ ვიმყოფებით რუსეთთან საომარ ვითარებაში, თავი დავანებოთ იმას, რომ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ის ფაქტი, რომ ჩვენ ომი დასრულებული არ გვაქვს მასთან, ქმნის ერთი შეხედვით სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოებისთვის ძალიან მძიმე ფონს, მეორე მხრივ, ეს საქართველოსთვის არის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა.


რუსეთი თავისთავად არის მძიმე პარტნიორი, რადგან ის არის იმპერიული მეტროპოლია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ რუსეთს ემოქმედა, როგორც გამქრალ იმპერიათა ცენტრის უმრავლესობას, მან აირჩია ძველი დიდებისკენ მისწრაფებას. ყველა ინტეგრაციული ფორმატი, რომელიც რუსეთმა შესთავაზა პოსტსაბჭოთა სივრცეს, სწორედ ამ სწრაფვაზე არის ორიენტირებული. ამ სიტყვებში მისხალიც კი არ არის ანტირუსული, ესაა ის რეალობა, რომელზეც თავად რუსი პოლიტოლოგები საუბრობენ.


რუსეთი საქართველოს განიხილავს, როგორც მისი ინტერესების განსაკუთრებული, ექსკლუზიური ინტერესების სფეროს და თვლის, რომ აქვს უფლება, განსაკუთრებული მიდგომები ჰქონდეს ამ რეგიონის მიმართ. რუსეთს ასევე აქვს კიდევ ერთი სირთულე, რომელიც მისთვის სერიოზული გამოწვევაა: ეს არის ჩრდილოეთ კავკასიის უმწვავესი რეგიონი, რომელიც თავისთავად არის საფრთხის შემცველი. იქ მიმდინარეობს ომი, რომელიც არც შეწყვეტილა და წარმოადგენს ყველაზე მძიმე რეგიონს რუსეთისათვის.


ჩვენს აღმოსავლეთით არის კიდევ სერიოზული კერა, მინერალური რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ავღანეთი. ამ რეგიონს, ნავთობისა და გაზის გარდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დატვირთა აქვს. ის არის უზარმაზარი დენთით გავსებული კასრი, რომლის სამხრეთით დღეს ყველაზე დაძაბული პროცესები მიმდინარეობს - ეს არის ავღანეთის ომი, რომლის ფარგლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ და არავინ არ იცის მისი პერსპექტივა. ცოტა ხნის წინ ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2014 წელს საჯარისო კონტინგენტის ნახევარს გაიყვანს ამ ტერიტორიიდან. წინა მსგავსი ექსპერიმენტი, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩაატარა, სრული კრახით დამთავრდა. ეს არის მსოფლიოში მძლავრი მუსლიმური ექტრემიზმის ცენტრი. რას მივიღებთ ნატოს ოპერაციის შედეგად, ძალიან რთული სათქმელია და მისი პროგნოზირებაც - შეუძლებელი. თავისთავად ავღანეთი არის პრობლემა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა არის მისი გავლენა მთელს აზიაზე. რას იზამს თალიბანი, რომელიც აზიისკენ უდაოდ დაიძვრება, როგორც კი შემაკავებელი ძალა მოეხსნება, ძნელი სათქმელია. ამიტომ აღმოსავლეთი როდის აფეთქდება, ვერც ეს იქნება პროგნოზის თემა. ის გამოწვევებით სავსე რეგიონია.


ჩვენს სამხრეთით იმყოფება თურქეთი, რომელიც ყველაზე სეკურალური,სტაბილური და ცივილიზებული ქვეყანაა ამ რეგიონში. მის სამხრეთით კი დუღს დიდი მუსლიმური ქვაბი, რაშიც რა იხარშება, რთული სათქმელია.


უკანასკნელი 2 წლის მანძილზე არაბულმა განვითარებამ განსაკუთრებით აჩვენა, რომ შესაძლოა, ყველაფერი ყირაზე დადგეს. აქ არის ისეთი გლობალური დაძაბულობის კერა, როგორიცაა ირანი, სადაც ასევე არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა. გადაწყვეტს თუ არა ისრაელი, გამოიყენოს იარაღი, რათა თავიდან აიცილოს ბირთვული იარაღის გაჩენა, ესეც უცნობია. ანუ ხატოვნად რომ ვთქვათ, როდის დაეტაკება ირანის ასტეროიდი დედამიწას, არავინ იცის.


ჩვენი ქვეყნისთვის ნატოში ინტეგრაცია მარტივად რეალიზებადი ამოცანა არ გახლავთ. ეს არ არის შარაგზა, სადაც უბრალოდ უნდა იარო, დაიღალო და მერე აუცილებლად მიხვალ მიზნამდე. აქ სერიოზული პოლიტიკური საქმიანობით არის გასაჭრელი ეს გზა, მაგრამ მისი გაჭრა პერსპექტიულია.


რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ახლა საჭიროა გადავდეთ პოლიტიკაზე - რას ვიგებთ და რას ვაგებთ მასთან ურთიერთობაში. ბალანსი ასე უნდა გამოვიყვანოთ. ნებისმიერი გამარტივებული ფორმულა მიუღებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენს ტერიტორიებზე მიმდინარეობს მსჯელობა. გაიხსენეთ, რა მოხდა რუსეთის მეტროში წელიწადნახევრის წინ, როცა ორმა გოგონამ მეტრო ააფეთქა. როგორ ბორძიკობდნენ პუტინი და მედვედევი, ყველაფერი უწოდეს მათ, ტერორისტები, მკვლელები, ჩეჩნები, მაგრამ არაფრით აღიარეს ის, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და სწორედ რუსეთის მოქალაქეებმა მოაწყვეს რუსეთში ტერაქტი.


ანუ, ყველაფრის მიუხედავად, პუტინი არ უდგებოდა ჩეჩნებთან ურთიერთობას, როგორც საკუთარ თანამემამულეებთან ურთიერთობას. ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვისაც. თუ თითოეულ ოსს და აფხაზს არ დავინახავთ, როგორც მოქალაქეს, ჩვენ მათ ვერასდროს დავიბრუნებთ. აფხაზეთში არის დიდი მიუღებლობა დაგროვილი ქართველი ხალხის მიმართ, ამ მიუღებლობის დაძლევაა ჩვენი ამოცანა, რადგან სულ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელმაც წაგართვა ტერიტორიები, თუმცა ის 2008 წელს დაუპირისპირდა არა საქართველოს, არამედ დასავლეთს საქართველოში აგვისტოს ომის დროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42