რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა სირიის უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავეს, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის და მის ტერიტორიაზე მრავალი მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ძეგლი მდებარეობს. არსებობს საფრთხე, რომ პალმირა იმავე ბედს გაიზიარებს, რაც ერაყის რამდენიმე ისტორიულმა ძეგლმა, რომლებიც ჯიჰადისტებმა გაანადგურეს.
იუნესკოს ძეგლთა დაცვის სადამკვირვებლო მისიის სირიის წარმომადგენლობის განცხადებით, ხელისუფლებამ კულტურული ფასეულობების ნაწილის გატანა მოახერხა. ჯიჰადისტების მიერ პალმირას ნანგრევების განადგურების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ბოლო თვეების განმავლობაში ბოევიკებმა ბულდოზერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დახმარებით მრავალი კულტური ძეგლი, მათ შორის ყოფილი ასურეთის იმპერიის დედაქალაქი ნიმრუდი მიწასთან გაასწორეს.
მასალის გამოყენების პირობები






