შსს-ს საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დეპარტამენტმა 130-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
სამართალი - 10:14, 21 May, 2015     986
შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განაგრძობს კამპანიას სახელწოდებით „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა სკოლებისთვის,’’ რაც მიზნად ისახავს მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა N130 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია, ამავე ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა წარმომადგენლები.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ამავე სამმართველოს ბაზაზე რიგითი ჯარისკაცის ყოველდღიური ცხოვრების წესი გააცნეს. დაათვალიერებინეს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურების საცხოვრებელი, სავარჯიშო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ჯარისკაცთა საწვრთნელ ვარჯიშებს, სამწყობრო გადაადგილებასა და სპორტულ ღონისძიებას. სტუმრებისთვის სპეციალურად მოეწყო სამხედრო აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა დასხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეების არაერთ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას უმასპინძლა. აღნიშნული პროექტის განხორციელება რეგიონებშიც იგეგმება. სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი განაგრძობს მონაწილეობას კამპანიაში, რომელიც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და დანაშაულის პრევენციას ემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42