ხელისშემშლელი კანონი ოკუპაციის შესახებ
პოზიცია - 12:23, 18 Feb, 2013     1607
რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმების უმეტესი რაოდენობა... ჩვეულებრივი კანონები არეგულირებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ სფეროებს.


ადამიანმა, როგორც კი შესძლო აზროვნება, მას ქვეცნობიერად გაუჩნდა იმის საჭიროება, რომ ან თავად ემოქმედა რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში ან სხვა აეძულებინა, რომ ემოქმედა მის მიერ დაწესებულ ჩარჩოებში. თავიდან ამას რა თქმა უნდა პირველყოფილი სახე ჰქონდა, მაგრამ ადამიანის განვითარებასთან ერთად განვითარდა ეს „შეზღუდვისა“ თუ „დაშვებულობის“ ჩარჩოებიც. თავიდან ამას შეიძლება კანონებიც არ ერქვა. ეს „შეზღუდულობის“ თუ „დაშვებულობის“ ჩარჩოები ვითარდებოდა ადამიანის განვითარებასთან ერთად, მანაც განვითარების ზუსტად ის ეტაპი გაიარა, რაც კაცობრიობამ. ეს „შეზღუდულობა“ თუ „ დაშვებულობა“ ვითარდებოდა და იცვლებოდა საზოგადოებრივი ფორმაციების მიხედვით: თემური წყობილება – მონათმფლობელობა – ფეოდალიზმი – კაპიტალიზმი – სოციალიზმი – კომუნიზმი. კაცობრიობამ მას დაარქვა „კანონი“, ის არეგულირებდა ურთიერთობებს, როგორც გარკვეულ ჯგუფებს შორის, ასევე სახელმწიფოს შიგნით და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. ადამიანის მიერ მიღებული კანონი მიმართული იყო როგორც რომელიმე პრივილეგირებული ჯგუფის კიდევ უფრო წარმოსაჩენად, ასევე ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელომწიფოსთან ურთიერთობის თვალსაჩინოდ წარმოჩენისკენ.


მსოფლიოში არსებობს უამრავი კანონი. რა თქმა უნდა, არსებობს „სულელური“ კანონებიც და ამისგან არცერთი სახელმწიფო არ არის დაზღვეული, მაგალითად, იგივე ამერიკის ზოგიერთი შტატის მიერ მიღებული კანონები თუ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს კანონები, მაგრამ ყველა ეს მიღებული კანონი, კანონის მიღების დროს არსებული ვითარების თუ პოლიტიკური მდგომარეობის გამოძახილია. ხშირად სახელმწიფო გადახედავს ხოლმე მის მიერ მიღებულ კანონს და მასში შეაქვს ცვლილებები, რომელიც უკვე იმ პერიოდში არსებულ მდგომარეობას შეესაბამება.


მაგრამ არის კანონები, რომლის ცვლილებაც შესაძლებელია სახელმწიფოს ძვირად დაუჯდეს, რადგან ამ კანონის გაუქმებით შესაძლებელია სახელმწიფოს პრობლემები შეექმნას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ურთიერთობების დროს.
მით უფრო, თუ ეს კანონი ქვეყნის დღევანდელობას, ანუ არსებულ სიტუაციას თუ პოლიტიკურ მდგომარეობას შეესაბამება.
დგება დრო, როდესაც სახელმწიფო ცვლის კანონებს. ეს დამოკიდებულია იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც თავად სახელმწიფო დგება. მაგრამ, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კანონებს ამა თუ იმ სახელმწიფოს, ესა თუ ის მთავრობა კანონებს ცვლის თავისი შეხედულებისდა მიხედვით და ამ დროს არ ხდება იმ გამოწვევების გათვალისწინება, რის წინაშეც იმ პერიოდში დგას სახელმწიფო.
საქართველოც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი ქვეყანა, მასაც აქვს ალბათ „სულელური“ კანონები და ამავდროულად ისეთი კანონებიც, რომელიც მის დღევანდელ მდგომარეობასა თუ პოლიტიკურ სიტუაციას გამოხატავს, აქვს კანონები, რომელშიც ასახულია ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას.


ერთ-ერთი ასეთი კანონია "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".


ეს კანონი ასახავს საქართველოს დღევანდელობას და პოლიტიკურ სიტუაცია, მის დამოკიდებულებას მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, ეს კანონი თვალნათლივ ასახავს შექმნილ სიტუაციას, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, რომ საქართველო მიისწრაფვის ამ ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ, ჩანს, ვინ არის ოკუპანტი, რომ ოკუპაციას მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის ეთნოწმენდა და გენოციდი და ასე შემდეგ.
საერთოდ ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური მთავრობის მიერ არ ხდება ყველა იმ კანონის უგულებელყოფა თუ გაუქმება, რომელიც წინა მთავრობამ მიიღო, რადგან ახალმოსული მთავრობა თავისთავად იმ პერიოდში, სანამ მთავრობაში მოვიდა, აანალიზებდა ამა თუ იმ კანონის კანონიერებას.
კანონის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოს ახალარჩეული მთავრობის პრიორიტეტებისა თუ ვექტორის ცვლილებამ. სამწუხაროდ, ალბათ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, რომლის მთავრობის გამოცვლა პირდაპირპროპორციულია მისი ვექტორის ცვლილებასთან.
1. ზვიადის მთავრობა-ევროპა ამერიკასთან დაახლოების მცდელობა
2. შევარდნაძის მთავრობა-ესენგეში შეცვლა და რუსეთის ვექტორი
3. სააკაშვილის მთავრობა-ევროპა-ამერიკის ვექტორი
4. ივანიშვილის მთავრობა-რუსული ვექტორი (ეს პირადად ჩემი აზრია, არ არის აუცილებელი, დამეთანხმოთ).

წინა მთავრობის მიერ მიღებულ კანონში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ"
თვალნათლივ ჩანს რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომ საქართველო ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს მიიჩნევს საკუთარ ტერიტორიებად და მსოფლიო საზოგადოებას, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ანიშნებენ რომ თუ სურთ რაიმე ურთიერთობა ჰქონდეთ ამ ტერიტორიებში მაცხოვრებლებთა, პატივი უნდა სცენ საქართველოს ინტერესებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლ,ობით. საერთოდ ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მიდის რომელიმე სახელმწიფოში ასე თუ ისე ეცნობა იქ არსებულ ვითარებას და აუცილებელ კანონებს, რათა ძალაუნებურად არ დაარღვიოს იგი. ასევეა საქართველოშიც, მთელმა მსოფლიომ და მით უფრო რუსეთმა, რომელსაც ოკუპირებუილი აქვს საქართველოს ტერიტორიები იცის ამ კანონის შესახებ. ასევე იციან ეს კანონი რუსეთის მოქალაქეებმა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ რუსეთის მოქალაქეები არიან და რუსეთს ეს ტერიტორიები ვითომდა დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულებად აქვს აღიარებული-უკვე აშკარად და შეგნებულად არ ითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს.
საქართველოში შეიცვალა მთავრობა და როგორც მოსალოდნელი იყო შეიცვალა პრიორიტეტებიც (აღარ ვწერ, ვექტორი), ახალმოსულმა მთავრობამ ჩათვალა საჭიროდ, რომ აუცილებლად უნდა დალაგდეს სიტუაცია იმ ქვეყანასთან, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, და ეს ოკუპაცია რომ შეენიღბა მოაღდინა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება როგორც ცალკე სახელმწიფო ერთეული, გახსნა იქ საელჩოები და დადო სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებები.
საქართველოს ახალი მთავრობა ცდილობს ურთიერთობის დალაგებას ოკუპანტ სახელმწიფოსთან, მაგრამ ამ ურთიერთობის დალაგებას წინ ეღობება საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“. ამ კანონში თვანათლივაა ჩაწერილი თუ რა სანქციები იქნება მიღებული იმ პირების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს, ფულადი ჯარიმები თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.


ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარები, პრემიერი, პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები არაერთხელ სტუმრობდნენ ოკუპირებულ რეგიონების სეპარატისტულ მთავრობას, და რა თქმა უნდა საქართველოს კანონიერი ინტერესების სრული უგულებელყოფით. მოქმედი კანონმდებლობით იმ პირებს რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, უნდა გადაეცეს სამართალდამცველ ორგანოებს.
აი, ზუსტად აქაა ახალი მთავრობის დილემა. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას სურს ურთიერთობების დამყარება რუსეთის(ოკუპანტი ქვეყნის) მთავრობასთან, ადრე თუ გვიან დადგება ის მომენტი, როდესაც რუსეთის (ოკუპანტი ქვეყნის) მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში იქნება გარდაუვალი. შესაძლებელია პირი რომელიც უნდა ჩამოვიდეს თბილისში ის უკვე იმყოფებოდა ოკუპირებულ რეგიონებში, ანუ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, ანუ ის პირი, როგორც კი გადმოჰკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ სასაზღვრო პუნქტიდა, უნდა იქნეს დაკავებული და გადაცემული სამართალდამცველებზედ.


წარმოიდგინეთ, რომ დღის წესრიგში დადგა რუსეთის(ოკუპანტი ქვეყნის)
პრემიერ-მინისტრის, ან პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი, ამ მოქმედი კანონმდებლობით ისინი უნდა იქნეს დაკავებუილი და მათ მიმართ უნდა იქნეს აღძრული საქმე. პარადოქსია ხომ? კი, მაგრამ რეალობა.
რეალობა კი ისეთია, რომ საქართველოს ახალარჩეულ მთავრობას მოუწევს ან გააუქმოს „საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან“ დაკავშირებით, ან იმ დონეზე „დაალაითოს“ რომ მას არანაირი ძალა არ ჰქონდეს. რადგან ამ კანონის ასეთი სახით დარჩენა საფრთხეს უქმნის საქართველოს ახალი მთავრობის მისწრაფებას დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, რადგან საქართველოს კანონმდებლობის პოტენციური დამრთვევი არა მარტო რუსეთის პრემიერი, ან პრეზიდენტი, არამედ ის პირიც შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც რუსეთის მთავრობა დაავალებს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებას.

ხოდა მეგობრებო, ალბათ მალე დავდგებით იმ ფაქტის წინაშე როდესაც საქართველოს, რუსეთის რჩევით ან საერთოდ გააუქმებს მაგ კანონს, ან იმ დონემდე დაალაითებს რომ გინდა გვქონია ეგ კანონი გინდა არა, ყველ;ამ კარგად ვუწყით თუ რაოდენ ღიზიანდება რუსეთი სიტყვა „ოკუპანტზე“ და ის ყველაფერს გააკათებს იმისთვის რომ საქართველომ თავისი სიტყვა „უკან წაიღოს“.

იმის შესაძლებლობა მოგვცა ღმერთმა რომ რეალობას გავუსწოროთ თვალი, რომ რეალურად შევაფასოთ სიტუაცია, და რომ ღმერთმა მოგვცეს იმის უნარი, წინდაწინ შევძლოთ ჩვენი მოწინაარმდეგის ნაბიჯების გამოთვლა, აი, დაახლოებით ისე, როგორც ჭადრაკშია.

გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად ნიუპოსტისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42