,, ადამიანებმა, რომლებმაც”ნაციონალების” დავალებით შექმნეს მახინჯი კანონი, ახლა ”ოცნების” მანტია მოისხეს“
პოზიცია - 11:59, 18 Feb, 2013     2177

ამას ადგილობრივ თვითმმართველობას ვერ უწოდებ, ეს რაღაც გაუგებარი კონგლომერატია, ამ სისტემაში აშკარად შეინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის ქურქში გახვეული ტოტალიტარული მართვის შენიღბული ფორმა, რაც ქმნის მუდმივად ფეთქებადსაშიშ ვითარებას ადგილობრივ თვითმმართველობებში. 


_ არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ, თავისთავად ამ საკითხის პრობლემურობას კანონი თვითმმართველობის შესახებ ხომ არ ქმნის?


_ რა გითხრათ, მდგომარეობა მაინც და მაინც სახარბიელო მართლაც არ არის, ხოლო პრობლემები კი საკმაოდ ბევრი. ანუ მოსაწესრიგებელი საკითხების ნუსხა საკმაოდ დიდია. არადა ამ საკითხების უმეტესობა ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
დღევანდელი რაიონული მუნიციპალიტეტი სინამდვილეში არ წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობას, მიუხედავათ იმისა, რომ რაიონის საკრებულო ხალხის მიერ არის არჩეული. ადგილობრივი თვითმმართველობა ანუ მუნიციპალიტეტი ეწოდება უშუალოდ დასახლებებში (სოფელში, დაბაში, თემში და ქალაქში) განხორციელებულ თვითმმართველობას. ეს დასახლებები წარმოადგენენ სახელმწიფოს ტერიტორიულ-ორგანიზაციული სტრუქტურის პირველი დონის სტრუქტურულ ერთეულებს. ხოლო რაიონი არის მეორე დონის სტრუქტურული ერთეული. სინამდვილეში, ჩვენთან მოქმედებს რაიონული თვითმმართველობა და არა ადგილობრივი. აქ საქმე გვაქვს ტერმინების აღრევასთან და ამავე დროს ხალხის მოტყუებასთან თითქოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდებოდეს. სინამდვილეში კი სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე.

 


არსებული ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მიხედვით რაიონის გამგებელს უფლება აქვს დანიშნოს რწმუნებულები სოფლებში. ეს კი ცენტრალიზებული მმართველობის ერთერთი ფორმაა. წარმოგიდგენიათ რაიონის გამგებელს რამხელა უფლებები აქვს?! აქ თვითმმართველობა და ცენტრალიზებული მმართველობა ერთმანეთში კარგად არის “შეზავებული”. ამას ადგილობრივ თვითმმართველობას ვერ უწოდებ, ეს რაღაც გაუგებარი კონგლომერატია. ამ სისტემაში აშკარად შეინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის ქურქში გახვეული ტოტალიტარილი მართვის შენიღბული ფორმა, რაც ქმნის მუდმივად ფეთქებადსაშიშ ვითარებას ადგილობრივ თვითმმართველობებში.
სააკაშვილის ხელისუფლებას უნდოდა, შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება, თითქოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება. სინამდვილეში კი რაიონული ხელისუფლების მეშვეობით დამორჩილებული ჰყავდა რაიონში არსებული სოფლებისა და ქალაქის მოსახლეობა.
როგორც ხედავთ, საკმაოდ ეშმაკურ სისტემასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ “ნაციონალებს” შეეძლოთ ამისთანა სისტემის გამოგონება. მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც 2005 წელს ”ნაციონალების” დავალებით შექმნეს ეს მახინჯი კანონი, ამჟამად ”ოცნების” მანტია მოისხეს და აქტიურად თანამშრომლობენ დღევანდელი პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან. სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს.
მართლაც რომ საკვირველი რამ არის- განა საქართველოში მათ გარდა კვალიფიციური კადრები არ არსებობს!?


_ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული ხარვეზი გამოსწორდეს?


_ მარტო ამ ერთ ნაკლთან რომ გვქონდეს საქმე, კიდევ არა უშავს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” შეცვლით რაიმე გამოსწორდება, მაგრამ საქმე უფრო რთულადაა, რადგან 2004 წლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით განხორციელებულ საკონსტიტუციო და შემდგომში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად დარღვეულია წონასწორობა ხელისუფლების განშტოებებს შორის და ასევე სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის სისტემაში.
ამიტომაც, ასე ორი სიტყვით რთულია ამ პრობლემის გადმოცემა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სერიოზული ანალიზი უნდა გაკეთდეს და შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს საქმისადმი პრიმიტიული მიდგომა...


_ გასაგებია, რომ რთულია ამ საკმაოდ დიდი მოცულობის საკითხის ერთ ინტერვიუში მოთავსება, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა რა შეიძლება იყოს იმისათვის, რომ ისედაც ფეთქებადი სიტუაცია ისე ჩაცხრეს, რომ უარეს შედეგებამდე არ მივიდეთ?



_ სამწუხაროდ, საქართველოში ტერიტორიული მართვის სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რადგანაც სრულყოფილი რეფორმა დღემდე არ განხორციელებულა. არადა რეფორმა, სულ ცოტა, 15 წლის წინ უნდა დაწყებულიყო. ბოლო წლებში დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი პრობლემაა მოსაწესრიგებელი. აქ იგულისხმება როგორც სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის, ასევე ტერიტორიული მართვის სტრუქტურის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე, სხვადასხა ტერიტორიულ დონეზე მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ფუნქციური, საბიუჯეტო და სხვა საკითხების მოწესრიგება.
რეფორმის საწყის ეტაპზე უნდა ჩატარდეს კვლევითი-ანალიტიკური სამუშაოები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემდეგი მონაცემების დასადგენად, კერძოდ: ბუნებრივი პირობების; ბუნებრივი რესურსების რაოდენობის, მათი ტერიტორიული განლაგებისა და ათვისების შესაძლებლობის; მოსახლეობის რაოდენობისა და დემოგრაფიული მდგომარეობის; მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების და სხვ. ანუ საკმაოდ დიდი და შრომატევადი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამის განხორციელება კი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამავე დროს კვალიფიციური კადრები ჭირდება.
ამ ღონისძიებების გარეშე ვერ განხორციელდება სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის სისტემის რეფორმა, კერძოდ:
-ქვეყნის ტერიტორიული ორგანიზაციის რეფორმა, მათ შორის იგულისხმება ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული დარგების სპეციალიზაციის ზონების განსაზღვრა და ეს ყველაფერი საჭიროა სახელმწიფოს საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სრულფასოვანი მართვის მიზნით;
-სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის სტრუქტურული რეფორმა;
-სხვადასხვა ტერიტორულ დონეზე მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციური და საფინანსო რეფორმა;
-სასკოლო განათლების, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის რეფორმა და სხვ.


_ მართლაც, როგორც თქვენი სიტყვებიდან ჩანს, საკმაოდ რთულადაა საქმე.


_ სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან, ანუ 1991 წლიდან დღემდე, არსებულმა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ განახორციელა წარმატებული რეფორმები როგორც საფინანსო ისე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, რადგანაც ვერ განხორციელდა მთავარი რეფორმა ისეთ ფუნდამენტურ საკითხში, რასაც სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის სისტემის რეფორმა ჰქვია და მათ შორის, პირველ რიგში სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის რეფორმა.
სწორედ აქედან იწყება სახელმწიფოს სრულფასოვანი განვითარება, სწორედ მასზეა მიბმული ყველა დანარჩენი საკითხი თუ პრობლემა, სწორედ “აქ მარხია ძაღლის თავი”.
შესაბამისად, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში. კერძოდ, ვერ განხორციელდა:
-რეფორმები ეკონომიკის ცალკეულ დარგებში და აგრეთვე საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებში;
-რეფორმები სასკოლო განათლების, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში;
-ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ფუნქციური, საბიუჯეტო და სხვა საკითხების მოწესრიგება და უამრავი სხვა საკითხი...
ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი განხორციელდება ქვეყნის ტერიტორიულ-ორგანიზაციული დაგეგმარება და შესაბამისი თეორიული გაანგარიშებები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის სრულიად ახალი სისტემა.
თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის სისტემა წარმოადგენს ერთმანეთზე ურთიერთ დამოკიდებულ სხვადასხვა მახასიათებლების, მათ შორის ბუნებრივი პირობების, ურბანული, სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა მახასიათებლების ერთობლიობას, აგრეთვე ისტორიული ფაქტორებისა და პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის სისტემის რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისათვის გასათვალისწინებელია მთელი რიგი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკურ და სოციალურ გეოგრაფიასთან, აგრეთვე საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფოს მართვის საკითხებთან, რადგანაც პრობლემების უმეტესობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნულ დარგებთან.
სახელმწიფოს ტერიტორიული მართვის სისტემის რეფორმა მოიცავს ორ ეტაპს:
- სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის რეფორმას;
- სხვადასხვა ტერიტორულ დონეზე მოქმედი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურულ, ფუნქციურ, საფინანსო და შიდა ორგანიზაციული (მენეჯმენტის) რეფორმას.


მომავალში, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ამ საკითხების მოწესრიგების გარეშე.
სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება თავისი ქმედებით იმსახურებს ამომრჩევლის ნდობას (მიუხედავად იმისა, ცალკეული მოქალაქეები შესაძლოა უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ხელისუფლების მიმართ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით). ამ ნდობის მისაპოვებლად კი საჭიროა, რომ ხელისუფლება ახორციელებდეს ისეთ პოლიტიკას (იგულისხმება როგორც საშინაო, ასევე საგარეო), რომელიც ეფუძნება მაღალ ზნეობას და პროფესიონალიზმს.
სამწუხაროდ, ვერც შევარდნაძის და ასევე ვერც სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა ხალხის ნდობა. იმედია ეს ხელისუფლება მაინც ეცდება ამ მიმართულებით. ვნახოთ, ყველაფერი ძალიან მალე, 2-3 წელიწადში გამოჩნდება...


ჟანა ასანიძე
ნიუპოსტი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42