ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ყოფილი საბჭოთა კავშრის ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინას ევროკავშრისკენ სწრაფვის უფლება აქვთ, თუმცა ინტეგრაციასთან დაკავშირებით ის „ფუჭ დაპირებას“ ვერ მისცემს.
„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტუსკმა 21-22 მაისის სამიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტნიორობის სამიტი არასოდეს ყოფილა ევროკავშირში გაწევრიანების სამიტი, თუმცა თბილსს, კიევსა და კიშინიოვს "ევროპული ოცნების უფლება" გააჩნიათ.
„ჩემს პირად პასუხისმგებლობად და ვალად მიმაჩნია, არა სიტყვიერი დაპირება, რომ ხვალ ან ზეგ ევროკავშირში გაწევრიანდებიან, არამედ ევროპისკენ გზის ჩვენება“ - განაცხადა ტუსკმა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები მომავალი წლიდან შენგენის პასპორტებით უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.
„ყველაფერი მათ ძალისხმევასა და მოდნომებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დაპირება. ჩვენ პროცესის შუაში ვართ. რაც შეეხება პროგრესს, პროგრესი საქართველოსა და უკრაინაში ნამდვილად დამაიმედებელია“ -განაცხადა ტუსკმა.
მისივე თქმით, მომავალი შეფასება, სავარაუდოდ, ნოემბერში იქნება და თუკი პროგრესი ისეთივე დამაიმედებელი იქნება, როგორიც დღეს არის, უვიზო მიმოსვლა 2016 წლისთვის სავსებით შესაძლებელი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






