„ევროვიზია 2015“ წლის ნახევარფინალის კონცერტზე ნინა სუბლატის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნინას სიმღერითა და გარეგნობით აღფრთოვანებას არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივარი, სოციალური ქსელების უცხოელი მომხმარებლებიც ვერ მალავენ. თვითერისა და ფეისბუკის მომხმარებლებმა სუბლატი საკულტო სერიალების გმირებსა და ცნობილ მომღერლებს შეადარეს.
აშკარაა, საქართველის წარმომადგენლის ეფექტურმა გარეგნობამ და შოუმ მიზანს მიაღწია და ნინა სუბლატი კონკურსის ფინალშიც გადავიდა.
BBC Eurovision-ის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდს ნინა სუბლატმა სუპერპოპულარული სერიალის, Game Of Thrones-ი გაახსენა, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ნინა ერთ-ერთ გმირს - ჯონ სნოუს შეადარა - „ ღამის გუშაგის ქალი“ - წერენ მომხმარებლები. ნაწილმა ნინაში სანსა სტარკი, მალეფისენტა, ევანესენსის სოლისტი ემი და „შიმშილის თამაშების“ გმირი კიტნი ევერდენი ამოიცნო.










მასალის გამოყენების პირობები






