თეთრი სახლის ლიდერი, ბარაკ ობამა სოციალურ ქსელ თვითერში გამოჩნდა. საკუთარი ექაუნთის გახსნიდან რამდენიმე საათში, მას 2 მილიონამდე მიმდევარი ჰყავდა.
„მოგესალმები, თვითერ! ეს ბარაკია. ნამდვილად! ექვსი წლის შემდეგ , როგორც იქნა საკუთარი ექაუნთის გახსნის უფლება მომცეს“ - ეს იყო პრეზიდენტის პირველი პოსტი.
როგორც ჩანს, ობამას გვერდს ამერიკის 42-ე პრეზიდენტი, ბილ კლინ ტონიც ესტუმრა, რომელმაც მოქმედ პრეზიდენტის სახუმარო პოსტი დატოვა. ბილ კლინტონმა აქცენტი ობამას ნიკზე გაამახვილა . პრეზიდენტი თვითერზე @POTUS -ის (president of the united states) ნიკით არის დარეგისტრირებული.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვიტერში @POTUS. ერთი კითხვა მაქვს: დარჩება თუ არა ეს ნიკი თქვენი წასვლის შემდეგ თეთრ სახლში?" ექსპრეზიდენტის იუმორს მოქმედმა პრეზიდენტმა ხუმრობითვე უპასუხა: "კარგი კითხვაა. ეს ნიკი თეთრ სახლში აუცილებლად დარჩება, მაგრამ ხომ არ იცი, არავის უნდა ნიკი @FLOTUS? (first lady of the united states).“
შეგახსენებთ, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ჰილარი კლინტონიც იღებს, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.

მასალის გამოყენების პირობები






