დამაწყდა ნერვები, ცააძე ვარ, ვიღაც ღობეგლეჯიაშვილი ხომ არ ვარ? - გიორგი ცააძე
სამართალი - 18:22, 18 May, 2015     3425

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცააძე თავს უდანაშაულოდ თვლის და ამბობს, რომ ამის დამტკიცება წუთნახევარში შეიძლება.

ამის შესახებ ცააძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდება, რომ მან საკონტროლო გასროლა გააკეთა აბსურდულია და ეს ვიდეოფირშიც ჩანს, სადაც სპეცოპერაციაა გადაღებული.

„თუ შეიძლება ჩავრთოთ ფირი. დამაწყდა ნერვები. ცააძე ვარ, ვიღაც ღობეგლეჯიაშვილი ხომ არ ვარ? ეს სამი მოწმე ორ კაცს გვადებს ხელს. მე თითქოს ვისროლე საკონტროლო ტყვია და თაბაგარმა თითქოს ჩადო იარაღი. სპეცოპერაციაზე თაბაგარი საერთოდ არ ყოფილა. პროკურატურამ ის დაკითხა და გაუშვა“, - განაცხადა ცააძემ.

საქალაქო საამართლოში დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა გაიმართა. პროცესზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად ბრალდებულები და ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 2 თებერვალს 11 პირი დააკავეს. მათ შორის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და სპეცრაზმის წევრები არიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42