სასამართლომ „RMG“-ის საქმიანობა არ შეაჩერა
სამართალი - 16:21, 18 May, 2015     748
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საია-სა და ნინო მიქიაშვილის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და ყაჩაღიანი #1 უბანზე კომპანია „RMG“ საქმიანობა არ შეაჩერა.

მოსამართლე ნანა დარასელიას გადაწყვეტილებით, რომელიც კომპანიის წინააღმდეგ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელს განიხილავდა, აღნიშნულ უბანზე კომპანიის სამუშაოები არ შეჩერდება, თუმცა 12 დეკემბრის აქტებთან დაკავშირებით, სასამართლოში მსჯელობა მოგვიანებით გაგრძელდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ კმაყოფილია "საყდრისის დაცვის კომიტეტის" წარმომადგენელი ირაკლი მამალაძე. როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება, ობიექტის დათვალიერებამ გამოიწვია.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება, რომ ობიექტზე საერთოდ არ იქნას სამუშაოები შეჩერებული და კომპანიას მუშაობის გაგრძლების საშუალება მიეცეს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ მანამდე, საყდრისში სპეციალისტებთან და არქეოლოგებთან ერთად, მოსამართლე იყო ჩასული და ობიექტი დაათვალიერა. როგორც არეოლოგები აცხადებენ, ობიექტი საერთოდ აღარ არსებობს და შესაბამისად, იქ რაიმე სახის არქეოლოგიური ექსპედიცია აზრს მოკლებულია. შესაბამისად, მოსამართლემ დაინახა ეს პრობლემა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ კმაყოფილი ვართ მეორე გადაწყვეტილებით, რომელიც 12 დეკემბრის აქტებთან დაკავშირებით დავის გაგრძელებას ეხება. მე "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" სახელით ვაცხადებ, რომ სასამართლოში აუცილებლად მოუწევთ მოსვლა იმ პირებს, ვინც საყდრისი ააფეთქა, კონკრეტულად, კულტურის მინისტრს გიორგაძეს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს და იმ თვითმარქვია არქეოლოგებს, რომლებმაც ფულის სანაცვლოდ საყდრისი ააფეთქეს და უკანონო აქტებს მოაწერეს ხელი“, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

დღევანდელი განჩინების გასაჩივრების თაობაზე მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

როგორც საიას იურისტმა და მოსარჩელეების წარმომადგენელმა სულხან სალაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, თუ რა კონკრეტულ გარემოებებს ეფუძნება მოსამართლის განჩინება.

„ბუნებრივია, როდესაც განჩინება ჩაბარდება, მოსარჩელე მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივროს თუ არა აღნიშნული განჩინება. მიუხედავად იმისა, რა მოცემულობა გვაქვს დღეს საყდრისში, ან რა მდგომარეობაშია ობიექტი, დღევანდელ განჩინებას არანაირი პირდაპირი შემხებლობა არ აქვს თავის არსთან, ვინაიდან სასამართლოს არ უთქვამს, კანონიერი იყო თუ არა კულტურის სამინისტროს ან კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება. ამ საკითხზე სასამართლო ცალკე იმსჯელებს. ჩვენ ძალიან ბევრი ახალი მტკიცებულება გვექნება", - განაცხადა სულხან სალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42