"ერთმანეთს სასქესო ორგანოს აჩვენებდნენ"- რა ინფორმაციას ფლობს მოძღვარი არასრულწლოვნების გაუპატიურებაზე
სამართალი - 16:07, 18 May, 2015     14730
28 წლის სექსუალური მანიაკმა, რომელიც ბოტანიკურ ბაღში სამი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისთვის გაასამართლეს ციხიდან წერილი გაზეთ „პრაიმტაიმს“ გამოუგზავნა. ლევან ახობაძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს რომ ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია. მისი თქმით, მან ჩვენებაში დანაშაულის ტერიტორიაზე ყოფნა იმის გამო უარყო, რომ არ იცოდა სიმართლის აღიარების შემთხვევაში, რა სასჯელი ელოდა, ამასთანავე შეეშინდა, სიმართლის თქმის შემთხვევაში ბავშვების ოჯახის წევრებს მის ცოლ-შვილზე შური არ ეძიათ.

„ახლა კი, რა არ ვთქვი სასამართლოზე და რაც მოხდა სინამდვილეში, 2012 წლის 25 სექტემბერს. იმის გამო, რომ ოჯახში ძალიან გვიჭირდა, ფერად ლითონებს ვაგროვებდი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დღესაც გავედი შესაგროვებლად, რადგან ოჯახს დაუგროვდა მაღაზიის ვალი, წავედი აღნიშნულ ტერიტორიაზე და ჩანჩქერის მხრიდან ავუყევი გზას. თან ვაგროვებდი ლითონის ნივთებს. სწორედ ამ დროს შევნიშნე სამი გოგონა და სამი ბიჭი. ინსტიქტურად სადღაც წუთ ნახევარი ვუყურებდი, რას აკეთებდნენ სამი გოგო და ორი ბიჭი. ისინი ერთმანეთს სასქესო ორგანოს აჩვენებდნენ. ხელებით ეხებოდნენ და ეფერებოდნენ. ერთ-ერთი გოგო ეუბნებოდა , შენც გაიხადე საცვალიო, ნუ გრცხვენიაო. ერთი ბიჭი, რომელიც მაღალი იყო და სათვალე ეკეთა . არაფერს არ აკეთებდა. უბრალოდ ეხვეწებოდა დანარჩენებს, გეხვეწებით წავიდეთ, გეყოფათო. ესენი ისევ იგივეს აკეთებდნენ და უთხრეს, ცოტა ხანს კიდევ ვიყოთო. მე გაოგნებული ვუყურებდი , ვფიქრობდი, ასეთ საშინელებებს როგორ აკეთებდნენ, ან ამ სიშორეზე ბავშვებს რა უნდათ -თქო. ვიფიქრე შევაშინებ , მეორეჯერ რომ არ გააკეთონ-თქო და გადავწყვიტე , გამოვსულიყავი. როგორც კი დამინახეს, შეეშინდათ და საცვლები ჩაიცვეს. ყველანი ერთად დავსვი და მორალის წაკითხვა დავუწყე. რას აკეთებთ?! ვინ გასწავლათ?! ტელევიზორებს არ უყურებთ, არ იცით, რომ ბავშვებს იტაცებენ, აუპატიურებენ და კლავენ-მეთქი. ახლა სხვას რომ ენახეთ, ხომ შეიძლება დაეხოცეთ-მეთქი. ვუთხარი ახლა წადით ეკლესიაში, მოძღვარს მოუყევით ყველაფერი და თქვენს მშობლებს კი საღამოს მე ვნახავ და ყველაფერს მოვუყვები-მეთქი. შეშინების მიზნით ვუთხარი, რომ მსგავსი რამ აღარ ჩაედინათ და მე დავაპირე წასვლა, მაგრამ მითხრეს, გზა არ ვიცით და ვერ გავაგნებთო. მე ვუთხარი, აბა, აქ როგორ მოხვედი თქო? ავდექი და მაინც წამოვიყვანე. ამის შემდეგ გზაზე დავინახე სურათი, რომელზეც სახელები ეწერა. მე მივუთითე აი ეს ბავშვებიც თქვენნაირად იქცეოდნენ და მე დავხოცე მეთქი და სახელები მივაწერე თქო და თუ კიდევ დაგინახავთ, თქვენც დაგხოცავთ და ასე დავაწერ თქვენ სახელებსაც-თქო. რა თქმა უნდა, ესეც შეშინების მიზნით ვუთხარი. ამის შემდეგ გასასვლელამდე გამოვიყვანე და გავაფრთხილე, საღამოს თქვენ მშობლებს ვნახავ და დანარჩენს თვითონ გეტყვიან თქო. ეს იყო და ეს. შემდეგ რაც აგროვებული მქონდა ავკრიფე ჯართი და წამოვედი სახლში. როცა დავბრუნდი , ჩემი მეუღლე , ჩემი ძმა, რძალი და უახლოესი მეგობარი დამხვდნენ. ჩემს მეგობარს ვუამბე რაც თავს გადამხდა, ირაკლი ქუხილავას. ირაკლიმ მითხრა, მე რომ მენახა ალბათ მოვკლავდიო. ვხუმრობდით, მოკვლა არა, მაგრამ ისე შევაშინე, მგონი, ცხოვრებაში დაავიწყდებათ ასეთ რამეზე ფიქრი მეთქი. ღამე რომ დავწექით, ჩემს მეუღლეს მოვუყევი ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა მეუღლემ არ დამიჯერა. ისიც ვუთხარი , ვიდეოს გადაღება მინდოდა , მაგრამ იქ ტელეფონი საერთოდ არ იჭერს. იქ საერთოდ სულ კლდეებია. სამწუხარო ის არის, რომ ჩემი შეიძლება არ სჯეროდეთ, მაგრამ ასეთი რაღაცეები ჩვენი სახლების წინ ხდება და ყურადღებას არავინ აქცევს. მე თითოეულ ქართველზე შემტკივა გული და ამიტომაც შევეწირე ჩვენს ტრადიციებს. მათი მშობლები დამცინოდნენ სასამართლოში, ციხეში დალპებიო. ახია ჩემზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ მშობლებს მადლობა უნდა ეთქვათ ჩემთვის, რადგან ჩემს ადგილზე მართლა შეიძლებოდა ვიღაცას ეწამებინა და დაეხოცა. ღირსებიც იქნებოდნენ. ერთი მეტრიც კი არ მივახლოვებივარ და რომც რამე მდომებოდა, სახეს რატომ ვაჩვენებდი?!“- აცხადებს ლევან ახობაძე, რომელიც ექვსივე დაზარალებულმა არასრულწლოვანმა ამოიცნო.

„პრაიმტაიმი“ მოძღვარსაც დაუკავშირდა, რომელთანაც აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ბავშვები მივიდნენ, მამა საბას თქმით ბავშვები ეკლესიაში შეშინებულები და აღელვებულები მივიდნენ და აცხადებდნენ , რომ ემუქრებოდნენ და თავს საშინელება გადახდათ.

„დაახლოებით 5 თუ 6 ბავშვი, ზუსტად არ მახსოვს, შემოვიდა ტაძარში, დაანთეს სანთლები, ჰქონდათ ცრემლიანი თვალები, ვკითხე რატომ ტირიხართ-მეთქი და მიპასუხეს , რომ ბოტანიკურ ბაღში შეაშინეს. მითხრეს, რომ ძალიან ცუდად მოექცნენ მათ. მაპატიეთ, ამაზე ღიად და სიღრმისეულად ვერ ვისაუბრებ“-აცხადებს სასულიერო პირი.

წყარო „პრაიმტაიმი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42