გიგი უგულავა დაკითხვიდან გამოვიდა
სამართალი - 16:41, 16 Feb, 2013     715

დაკითხვიდან გამოსული გიგი უგულავა შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არც ერთი პოლიციელი სამების მოედანზე არ იმყოფებოდა და იქ მყოფი პირები არ იყვნენ გაფრთხილებული, ეროვნულ ბიბლიოოთეკაში ალტერნატიული შესასვლელის არსებობის შესახებ.

 

,,ეს მიმაჩნია შეცდომად. რატომ არ იყო კორდონი სამების მოედნისა და ფურცელაძის ქუჩიდან, თუ იქ არსებობდა ალტერნატიული შესასვლელი. რატომ არ გაკეთდა კორდონი პოლიციელების მხრიდან, რომ მოძალადე მხარეს გადმოსვლის საშუალება არ ჰქონოდა და არ მომხდარიყო ის დარბევა, რაც მოხდა. ამაზე პასუხი არ არის ისევე, როგორც იმაზე, დაიკითხება თუ არა მოჩურჩულე ნანა კაკაბაძე. დაკითხვაზე დეტალურად აღვწერეთ ის პროცესები, რაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია და გადაღებულია არაერთი რაკურსით", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

თბილისის მერმა იმ დეტალებზეც ისაუბრა, რომელიც მისი მხრიდან გაკეთებული შეძახილების მიზეზად იქცა: 
,,ვანიშნებდი დეპუტატებს, რომ ერთად გვევლო, რათა ინდივიდუალური თავდასხმები თავიდან აგვეცილებინა. რაც შეეხება სიტყვა ,,შოუს"", რომელიც ღარიბაშვილმა იაფფასიანი მანიპულირებისთვის გამოიყენა, ეს სიტყვა კონკრეტულ კონტექსტში ვთქვი, კერძოდ, როდესაც კვერცხების სროლა და ლანძღვა მიდიოდა, უსაქმოდ მდგომ პოლიციელებს შევახსენე, რომ წესრიგი უნდა დაემყარებინათ. შემდეგ ერთ კონკრეტულ პირს ვუთხარი, თუ შოუ გინდათ – აგერ თქვენი შოუ-მეთქი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

თბილისის მერი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, ის კვლავ მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. თუმცა უგულავა ვარაუდობს,რომ 8 თებერვლის ინციდენტზე მისი დაკითხვა აღარ მოხდება. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის დაკითხვა 8 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. გიგი უგულავა დღეს ძველი თბილისის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე 13:00 საათზე მივიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42