კანის კიბოსა და მელანომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით უფასო გამოკვლევები ჩატარდება
ჯანმრთელობა - 14:40, 18 May, 2015     1434
კანის კიბოსა და მელანომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, 24-31 მაისს პანევროპული კამპანია „ევრომელანომა 2015-ის“ ფარგლებში თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში მოსახლეობის უფასო გამოკვლევა ჩატარდება.

მოსახლეობას სკრინინგს, ქვეყნის მასშტაბით, ევრომელანომის ქართული ჯგუფი ჩაუტარებს. ამ მიზნით, დღეიდან 25 წლის ზემოთ ყველა მსურველს, ვისაც კანზე რაიმე საეჭვო წარმონაქმნი აქვს, შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომრებზე: თბილისში - 2 30 54 17 და 2 18 22 58, ქუთაისში - 24 12 48; ბათუმში - 568 10 44 10; რუსთავში 228 001 და 278 485.

საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტის, ევრომელანომის კამპანიის ეროვნული წარმომადგენლის, ექიმ-დერმატოლოგ, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის განცხადებით, საეჭვო ნიშნების შემჩნევისთანავე, განკურნებისთვის დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო. მისივე განცხადებით, ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის.

საქართველო პანევროპულ კამპანიას „ევრომელანომა“ 2012 წელს შეუერთდა. 2012-2014 წლებში ჩატარებული კამპანიის ფარგლებში 3000-მდე მოქალაქე გაისინჯა. გამოვლინდა კანის კიბოსა და მელანომის მქონე პაციენტები, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდათ. როგორც ლალი მეკოკიშვილმა აღნიშნა, წელს ევროპელი კოლეგების მხარდაჭერით, შესაძლებელი იქნება ყველა საეჭვო შემთხვევის ტელემედიცინის მეშვეობით გადამოწმება.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია „ევრომელანომა 2015-ის“ მხარდამჭერია და დედაქალაქის მოსახლეობას დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, კანის კიბოს შემჩნევა შესაძლებელია და დროული აღმოჩენის შემთხვევაში ის განკურნებადია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42