იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს გორის საქალაქო სასამართლოში განახლდება.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, პროცესზე საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახნა-ტარების გამო წაყენებულ ბრალზე იმსჯელებენ, რომელიც ცალკე წარმოებად გამოიყო.
„არ არის არანაირი კვალი აღმოჩენილი, რომ აღნიშნული ხელყუმბარები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეკუთვნის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც ამბობს, რომ ეს ხელყუმბარები მას არ ეკუთვნის. შესაბამისად, აღნიშნული საქმის შეწყვეტას მოვითხოვ“, - განაცხადა ჯოგლიძემ.
იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






