საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესაბამისობაში მოსაყვანად, საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად, შემუშავებულია ''საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ'' საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
კომისიის ძირითადი ამოცანა იქნება 1 თვის ვადაში თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მთელი რიგი ცვლილებების დავალება სხვადასხვა უწყებებისა და სექტორებისთვის თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით, რათა მიღწეულ იქნეს ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთის შემსუბუქება და სიკვდილობის შემცირება
მასალის გამოყენების პირობები






