კაბელების საქმეზე პროკურატურა სამართლებრივ ჩიხშია- ლევან სამუშია
სამართალი - 20:03, 15 May, 2015     1677
ე.წ. კაბელების საქმეზე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, პროკურატურა სამართლებრივ ჩიხშია შესული. სამუშიას თქმით, პროკურატურა ამ ჩიხიდან გამოსვლას ვერ მოახერხებს, რადგან დანაშაული არ მომხდარა და არც მტკიცებულებები არსებობს.

„რაც არ მომხდარა, იმის მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ. ჩვენი დასკვნის თითეული ხაზი კი უტყუარ მტკიცებულებას შეიცავს“, - განაცხადა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს დახურული სხდომა გაიმართა, სადაც პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები წარმოადგინა, მათ შორის "სილქნეტიდან" მიღებული ინფორმაცია და ექსპერტიზის დასკვნა.

დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ფარატინა ფურცელს უწოდებს და უნდობლობას უცხადებს. მათი თქმით პროკურატურას წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონის დარღვევით აქვთ მოპოვებული და ადვოკატები მოსამართლისგან მათ უსაფუძვლოდ ცნობას მოითხოვენ.

„სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები უნდა დააკმაყოფილოს, კერძოდ, ბრალის დადგენილებისა და ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობა, რომელიც ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს“ - აცხადებს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მასალების გაცნობისა და დაცვის მხარის არგუმენტების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე თავის დასკვანს მომდევნო სასამართლო სხდომაზე გამოაცხადებს. სხდომის თარიღს კი მხარეებს დამატებით აცნობებენ.

თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა. სამინისტროს მაღალჩინოსნებმა კომპანია „სილქნეტი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, „სილქნეტმა“ 6 მილიონი ლარი მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42