ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრობაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ სენატორის ოფიციალური საიტი იტყობინება.
„პატივი მქონდა, მიმიწვიეს უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოში, ფორუმში, რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების განსახილველად. თუმცა, აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, კონგრესის წევრებს არ აქვს უცხო ქვეყნის მთავრობებში საქმიანობის უფლება, ამიტომ ვალდებული ვარ უარი ვთქვა მიწვევაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში უცხოელი პოლიტიკოსების დანიშნვის განკარგულება, პეტრო პოროშენკომ 13 მაისს გამოიცა. საბჭოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხიელ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






