სააკაშვილი,ბილდტი,მაკკეინი და სხვები- უკრაინის რეფორმების საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია
მსოფლიო - 20:36, 13 May, 2015     3425
უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების საერთაშორისო საბჭოს საბოლოო შემადგენლობა დაამტკიცა. საბჭოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტის წევრები ელმარ ბროკი და იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, სლოვაკეთის ექს-პრემიერი მიკულაშ ძურინდა, ლიტვის ექს-პრემიერი ანდრიუს კუბილიუსი და პეტერსონის ეკონომიკის საერთაშორისო ინტიტუტის ექსპერტი ანდრეს ოსლუნდი.

უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების საბჭოს შემადგენლობასთან ერთად საბჭოს წესდებაც დაამტკიცა, რომლის თანახმადაც საბჭოს მთავარ ამოცანას უკრაინაში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს. საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და სხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, საბჭოს მუშაობის ფორმას წარმოადგენს სხდომა, რომელიც იმართება აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ არა ნაკლებ კვარტალში ერთხელ. საბჭო გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით იღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42