,,ყველა მითხრა, ეს იყო ოქრიკაო... “ - ლაშა მახარაძის დედამ შვილის მკვლელობის დღეს დეტალურად გაიხსენა
სამართალი - 20:19, 13 May, 2015     4373
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობდა დილიდან საქალაქო სასამართლოში. გიორგი ოქროპირიძის ბრალეულობის საკითხი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ. სასამართლოს ჩვენება პირველმა ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ მისცა. ჩვენება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. სამუშაო საათების დასრულების გამო მოსამართლემ დაკითხვა ხვალისთვის გადადო.

ნინო დიდებულიძემ მომხდარი დეტალურად გაიხსენა. გარდაცვლილის დედამ ჰყვება, რომ მისი შვილის მკვლელობის ღამეს, ყველამ უთხრა, რომ დანაშაული გიორგი ოქროპირიძემ ჩაიადინა. ნინო დიდებულიძე ამბობს, რომ ბრალდებული მას ერთხელ ჰყავს ნანახი, მაშინ, როცა მისმა შვილმა ოქროპირიძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო. ნინო დიდებულიძემ მისი ოჯახის ტრაგედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც უფროსი შვილი თენგიზ მახარაძე, მისი მეუღლე, რძალი და შვიდი წლის შვილი ავტოკატასროფაში დაეღუპა, ლაშა ერთადერთი იმედი იყო.

,,2014 წლის 2 სეტემბერს ჩვეულებრივი დღე გათენდა. თურმე რას გვიმზადებდა ღმერთი თუ სატანა. ლაშა მოვიდა 18:30 საათზე და მითხრა, დაბადების დღეზე მივდივარ, 20 ლარი მომეციო. მეც მივეცი, სუნამო დაისხა და გავიდა. მე ახლობელთან წავედი, ავად იყო და ეზოში ვსაუბრობდით, როცა ატყდა ჩოჩქოლი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, გამოვიდა ჩემი ახლობლის შვილი და მითხრა, ლაშა ფეხშია დაჭრილიო. ეს იყო შოკი. 4 დღის წინ იყო წლისთავი იმ უბედურებისა, რაც მე თავს დამატყდა. შიშმა ამიტანა, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ფეხში დაჭრილი საავადმყოფოში ცოცხალი ვერ მიუყვანიათ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს რომ მივუახლოვდი ეზო იყო გადაჭედილი, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ლაშას ამხანაგები, ნათესავები, მთელი თბილისი იყო... ვინ უნდა ყოფილიყო თქო და იმ წუთას ყველამ ერთად, ეს იყო გიორგი ოქროპირიძე, ოქრიკაო. ჩემთვის შოკი იყო, მას არ ვიცნობდი ასე კარგად. რისთვის-თქო, - ვიკითხე. მე არ მეგულებოდა ადამიანი საქართველოში, ვინც ამ მდგომარეობაში, ამხელა ტრაგედიის შემდეგ ხელს აწევდა ჩემ შვილზე. ასეთი ბოროტმოქმედი მე საქართველოში არავინ მეგულება“, -განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

რაც შეეხება თავად მკვლელობაში ბრალდებულს, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს.

შეგახსენებთ, ვაკეში მკვლელობა გასულ წელს, აბაშიძის ქუჩაზე, 2 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ოქროპირიძე რამდენიმე დღეში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დააკავეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42