მსოფლიო მერვე საეკლესიო კრებისთვის ემზადება
რელიგია - 19:46, 13 May, 2015     4965
თითქმის 1229 წლის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიები რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისთვის ემზადებიან. კრების მოწვევის მიზეზთა შორის სახელდება საეკლესიო კალნედრის საკითხი, საეკლესიო დიასპორების დიასპორების იურისდიქციის, მარხვისა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დარეგულირება დასახელდა.

მსოფლიო საეკლესიო კრების თარიღი თითქმის განსაზღვრულია და ის 2016 წელს სტამბულში (კონსტანტინოპოლში) გაიმართება. მსჯელობა ამის შესახებ 2014 წელს სტამბულში გაიმართა, სადაც მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკელსიის პატრიარქებმა უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესახებ იმსჯელეს და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნის ფაქტები დაგმეს. ჯერ კიდევ 2009 წელს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი აცხადებდა: „მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა და დიდი კრების ჩატარება არ ითმენს და მისი შეფერხება ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტსა და სიმტკიცეს ღრმა ჭრილობას მიაყენებს”.

საეკლესიო კრებას, როგორც წესი, იმპერატორი იწვევდა, იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს კი სახელმწიფო კანონის ძალა ენიჭებოდა. 2016 წლის რიგით მერვე საეკლესიო კრება იქნება პირველი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორისა და რომის ეპისკოპოსის გარეშე ჩატარდება.

განსაზღვრულია, რომ მსოფლიო თითოეული ეკლესიიდან იქნება 20 კაციანი წარმომადგენლობა (პრელატი). თითოეულს ექნება 1 ხმა და ყველა გადაწყევტილება მიიღება კონსესუსის წესით.

2014 წლის სექტემბერში კრების მოსამაზადებელი სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც კრებისთვის საჭირო ყველა საკითხს განიხილავს.

“ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხი განიხილოს და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებული იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსესუსით. ამას გარდა აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები” – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

უწმინდესმა კრების დაწყებამდე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც მოითხოვა, კერძოდ, საქართველოს კუთვნილი ადგილის დაბრუნება ეკლესიების იერარქიაში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის გავრცელება.

მსოფლიო კრება მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი მმართველი ორგანოა. შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებამ, სულიწმიდის სახელით, გამოიტანა დადგენილებები და წმინდა წერილზე დაყრდნობით, დოგმატიკა და საეკლესიო სამართალი შექმნა.


მსოფლიოს პირველი საეკლესიო კრება 325 წელს ნიკეაში (თურქეთი, დღევანდელი იზნიკი), რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მოიწვია, რომლის მიზანიც იყო ბოლო მოეღო ალექსანდრიის ეპისკოპოს კირილესა და არიოზს შორის არსებული შიდასაეკლესიო განხეთქილებისთვის. არიოზი, ისევე, როგორც გნოსტიკოსები, უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. ის ამბობდა, რომ ისეო ღმერთის ქმნილება იყო და არა განკაცებული ღმერთი. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა.

ნიკეის საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა 318 ეპისკოპოსი. რომის პაპმა სილვესტერ I-მა პირადად ვერ მიიღო მონაწილეობა. მან კრებაზე თავისი დელეგატები გააგზავნა. კრებაში მონაწილეობდა დელეგატები იმპერიის მთელი ტერიტორიიდან: ბიჭვინთიდან, ბოსფორის სამეფოდან, სომხეთიდან, პერსიიდან. გარდა ეპისკოპოსებისა კრებაში მონაწილეობდა მრავალი პრესვიტერი და დიაკვანი.

პირველი საეკლესიო კრების პროტოკოლი არ შემორჩენილა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი ხდება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მომდევნო საეკლესიო კრებების ოქმებიდანაც.

კრებაზე რამდენიმე დღე მიდიოდა დავა არიოზული ცდომილების დასამტკიცებლად. დავისას, ცნობილია, რომ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, ნიკოლოზმა, გადმოცემის მიხედვით, არიოზს სახეში ჩაარტყა. ამის გამო მას დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება.

კრებამ დაგმო არიანელობა და არიოზის სწავლება ერესად გამოაცხადა, ხოლო სარწმუნოების სიმბოლოდ შვიდი პუნქტისგან შემდგარი – მრწამსი მიიღო.

კრებამ ასევე დაადგინა აღდგომის აღნიშვნის წესი. პირველი კვირა სავსე მთვარიდან გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ.

მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება 381 წელს ჩატარდა კონსტანტინეპოლში, იმპერატორ თეოდოსის დროს და დაასრულა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლოების ჩამოყალიბება.

მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს გაიმართა, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუ სწავლების განსასჯელად.

ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება -მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება 451 წელს მარკიანეს (450-457) ზეობისას, ქალაქ ქალკედონში, რომის პაპისლეო I-ის მოწვევით გაიმართა. მასში 630 ეპისკოპოსი მონაწილეობდა.

კრებას უნდა განეხილა დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის საკითხი, სინადვილეში კი იგი რომის პაპისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის შენიღბული ბრძოლის ნაწილი იყო.

რომის პაპი, რომელიც თავს მსოფლიო ეკლესიის მეთაურად მიიჩნევდა, კონსტანტინოპოლში დედაქალაქის გადატანის შემდეგ, დაუპირისპირდა ბიზანტიის იმპერატორს და, განსაკუთრებით, ახლად აღმოცენებულ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. კონსტანტინოპოლი, როგორც „ახალი რომი“,რომის კონკურენტი გახდა.

ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ, 451 წელს დაგმო მონოფიზიტობა (ქრისტეს ადამიანურ საწყისს უარყოფდნენ და მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ) და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის განუყოფლობა – დიოფიზიტობა.

მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინასა და სომხეთში მონოფიზიტური გახდა. ქალკედონის კრებამ კონსტანტინოპოლი რომის თანასწორ ქალაქად გამოცხადდა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რომის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება 553 წელს კონსტანტინოპოლში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის ინიციატივით ჩატარდა. კრებას ესწრებოდა 165 ეპისკოპოსი. კრებაზე ორიგენიზმთან ერთად დაგმეს თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელსაც ეკუთვნოდა ერთ-ერთი "სამი ნაშრომი"-დან, რომლებიც კრებაზე ნესტორიანიზმის სახელით დაიგმო.

მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება 680-681 წელს კონსტანტინოპოლში, იმპერატორ კონსტანტინე IV-ის ინიციატივით ჩატარდა. კრება შეიკრიბა მონოფელიტების სწავლების წინააღმდეგ.

ნიკეის მეორე საეკლესიო კრება იგივე მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქნიკეაში 787 წელს, მოწვეულ იქნა დედოფალ ირინეს ძალისხმევით. მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, ხატმებრძოლეობაში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმულირებას შეუდგა.

მსოფლიო კრების ორი უკანასკნელი სხდომა წმიდა ხატების შესახებ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი განსაზღვრების გამოცხადებასა და დამტკიცებას მიეძღვნა.

კონსტანტინოპოლის მანგავრის სასახლეში დედოფალ ირინეს საზეიმოდ გადასცეს გრაგნილი კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრებით, რომელიც მან სამეფო ბეჭდით დაამტკიცა. განსაზღვრებას წმიდა დედოფალთან ერთად ყრმა იმპერატორმაც მოაწერა ხელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42