ფსიქოლოგების მტკიცებით, შეყვარებულ მამაკაცს საყვარელ ქალთან ყოფნისთვის შეუძლია თვალი დახუჭოს მის არაპუნქტუალურობაზე, უდიპლომობაზე და იმაზეც, რომ სამზარეულოს არაფერი გაეგება. თუმცა, არსებობს თვისებები, რომლებიც მათ საშინლად აფრთხობს.
„სწერვობა“
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მაღაზიების თაროებზე „სწერვობის სახელმძღვანელოები“ მომრავლდა და მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თვლიან, მამაკაცებს მათი ხასიათის ეს თვისება იზიდავთ, ასე სულაც არ არის. ფსიქოლოგთა მტკიცებით, „სწერვა“ ქალები მამაკაცებისთვის ინტრიგან, სკანდალების მოყვარულ ადამიანთან ასოცირდებიან, რომლებთან ურთიერთობას და ნერვების მოშლას, მათგან თავის შორს დაჭერა ურჩევნიათ.
ჭორაობა
სერიალის საყვარელი ეპიზოდის მილიონჯერ მოყოლა, ფეხსაცმლების მაღაზიები, ახალი ამბები თანამშრომლებზე, გამოძიებები - გაუთავებელი განხილვები ყველაზე და ყველაფერზე სასურველ მამაკაცს აუცილებლად გაგიქცევთ. ამიტომ, შეეცადეთ ისაუბროთ საინტერესოდ და შედარებით ნაკლებად.
ეჭვიანობა
ნორმის ფარგლებში ეჭვიანობა შესაძლოა, ურთიერთობისთვის სასარგებლოც იყოს. მაგრამ ქრონიკული ეჭვიანობა მამაკაცისთვის ბორკილების ტოლფასია. ეჭვები, სკანდალები, მუდმივი კითხვა „სად იყავი?“, „ვინ დაგირეკა?“ ტელეფონის შემოწმება და მსგავსი სცენები, ერთხელაც მარტოს დაგტოვებთ. ისინი რა თქმა უნდა ყურადღებას ითხოვენ, მაგრამ არა საპყრობილეს.
მესაკუთრეობა
ფსიქოლოგთა განმარტებით, ურთიერთობაში მამაკაცს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს. პირველი - იყოს სასურველი და მეორე - თავისუფალოი. ამიტომ, თუკი გასაქანს არ მისცემთ და იგრძნობს, რომ თქვენს კლანჭებში ექცევა, მაშინვე ზურგს გაქცევთ. ჭკვიანი ქალი ყოველთვის მოახერხებს მამაკაცის „კონტროლს“ ისე, რომ ის ამას ვერ მიხვდეს.
უმადურობა
ყველაზე გულუხვ და მზრუვნელ მამაკაცსაც შეუძლია მშრალზე დაგტოვოთ, თუკი უმადურობასა და გაუმაძღრობას შეგატყობთ. ამიტომ, იყავით მადლიერები, მიანიჭეთ განსაკუთრებული მნიშნელობა უმნიშვნელო საჩუქარსაც და ნუ მისცემთ საყვარელ მამაკაცს იმის უფლება, თქვენთვის განკუთვნილი ყურადღება სხვისკენ მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






