ორი დიალოგი
პოზიცია - 10:50, 15 Feb, 2013     1781

 

ყველამ კარგად ვუწყით, რომ თუ გვინდა გავიგოთ ხალხის დამოკიდებულება მთავრობის ამა თუ იმ ნაბიჯების შესახებ, თუ გვინდა გავიგოთ მათი აზრი ამა თუ იმ მოვლენაზე, თუ მიმდინარე პროცესზე, თუ გვინდა გავიგოთ, რა გამოხმაურება ჰპოვა მთავრობის ან პოლიტიკოსის ამა თუ იმ ნაბიჯს ან გადაწყეტილებას, აუცილებელია ხალხთან უშუალო კონტაქტი. იგულისხმება ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანებთან კონტაქტი და არა მარტო მათთან სიარული და ურთიერთობა, რომლებიც შენს პოლიტიკურ ხედვებს იზიარებენ.

თავიდან, მთავრობაში მოსვლამდე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თუ პიროვნება, რომელსაც პოლიტიკაში სურს მოსვლა, აქტიურად ურთიერთობს ხალხთან, უბრალო მოქალაქეებთან, ხოლო მთავრობაში მოსვლის შემდგომ კი შეხვედრებს მხოლოდ თავის მხარდამჭერებთან მართავს, მხოლოდ იმათთან, ვინც მის პოზიციებს იზიარებს, ამით დანარჩენ მოსახლეობას თუ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებს, რომ აი, მე იმაზე მეტი მხარდამჭერი მყავს, ვიდრე ჩემს ოპონენტს.


ეს შეცდომა დაუშვეს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, იგივე შეცდომას უშვებენ "ოცნების" წარმომადგენლებიც. მთავრობაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილი არ თაკილობდა მეტროსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობას, მთავრობაში მოსვლამდე ,,ოცნები"ს წარმომადგენლებსაც რკინის ქალამნები ჰქონდათ ჩაცმული და ყველა კუთხე კუნჭულში ჩადიოდნენ, რომ ხალხთან გაესაუბრათ.

 

მაგრამ მოვიდნენ მთავრობაში და უკვე მათთვის ნაკლებმნიშვნელოვანი გახდა ხალხის აზრი, მათ (როგორც ნაციონალურ მოძრაობას) უკვე ჰყავთ ისეთი მხარდამჭერების ჯგუფები ყველა რეგიონში, რომლებიც „გააპრავებენ“ ნებისმიერ მათ მოქმედებას.


კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთი სიახლე კი შემოიტანა ქართულ რეალობაში -„ჩანერგილები“. ვითომ არც ისე საყურადღებო, მაგრამ ფრიად დიდი დატვირთვის მქონე სიტყვა, რომელსაც მთავრობის წევრები სათავისოდ იყენებენ.

 

„ჩანერგილები“-ამ სიტყვას უკვე ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც 37-იანებში „ხალხის მტერს“. სასაცილოა? ჩემი აზრით, არა, რადგან როგორც 37-იანებში იბრძოდნენ იმათ წინააღმდეგ, ვინც „ხალხის მონაპოვარს“ ებრძოდა, ზუსტად ასევე იბრძვიან უკვე მთავრობის დონეზე „ჩანერგილების“ გამოსავლენად, იგივე საბაბით, „ხალხის მონაპოვრის“ დასაცავად.


თავად კოალიციაში და მათ მხარდამჭერებში ამავე მხარდამჭერს თუ არ მოგწონს ესა თუ ის პიროვნება, მას შეგიძლია თამამად უწოდო „ჩანერგილი“ და დაადანაშაულო „ნაცმოძრაობის“ ფარულ მხარდაჭერაში. ნუ, შეიძლება, მისი ბებიის დეიდაშვილის ქმრის მამიდაშვილის სიძე არის ნაცმოძრაობის მხარდამჭერი - ეს სრულიად საკმარისია „ჩანერგილის“ იარლიყის მიკერებისთვის.

ხალხშიც ასეთივე განწყობაა, ანუ ყველა "ოცნების" მხარდამჭერია ლამის თავად საკუთარი ოჯახის წევრებთან საუბრისასაც კი. დრომ მოითხოვა ასე. წარმოიდგინეთ, რომ ხვდება ორი ნაცნობი ერთმანეთს.  პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ერთმანეთის მოკითხვის შემდგომ აუცილებელად საუბარი გადაირთვება პოლიტიკური სიტუაციის განხილვაში, ჰოდა, უცებ აღმოჩნდება, რომ ორივენი ოცნების მხარდამჭერები არიან, რატომ? ალბათ არავის უნდა „ჩანერგილის“ იარლიყი და იმიტომ. არავის უნდა, რომ ვინმემ ილაპარაკოს - აი, ეს პიროვნება ადამიანთა მკვლელების და საქართველოს მტრის ,,ნაცმოძრაობის" მხარდამჭერია...


ყველაზე კარგად ადამიანთა განწყობა ჩანს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, არა  მიტინგებზე, სტადიონზე, არამედ უბრალოდ ბაზრობებზე. იქაც, რა თქმა უნდა, აშკარად არავინ ამბობს საკუთარ აზრს ხმამაღლა - აქ ისევ „ჩანერგილების" ფაქტორი მუშაობს, მთავრობის წევრებმა ხომ უკვე აშკარად და არაერთხელ განაცხადეს, რომ „ჩანერგილების“ სია გადაეცემა, სადაც ჯერ არს, ჰოდა, რომელ ჭკუათმყოფელს უნდა მაგ სიაში მოხვედრა? ამიტომაცაა, რომ მთელი საქართველო "ოცნების" მხარდამჭერია. ამიტომაცაა რომ, როგორც ერთმა ჩემმა ფეისბუკელმა მეგობარმა დამიწერა, „ჩემს უბანში ყველა ოცნების მხარდამჭერია და მარტო შენს ფრენდლისტში-ღა  ვნახე ნაცების მხარდამჭერები"...


ალბათ, არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბაზრობებზე არ დადის, და ალბათ ბევრს პოლიტიკაზეც ჩამოუგდია საუბარი, რომლის დროსაც მისდა განსაცვიფრად აღმოუჩენია, რომ მისი მოსაუბრეც მის პოლიტხედვას იზიარებს (ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ახლადმოსული ხელისუფლების პოზიციას, გინდაც ნაცმოძრაობის დროს 2003-ში და გინდაც "ოცნების" მოსვლის დროს). და აღმოჩნდება რომ ახალმოსულ მთავრობას უჭერს მხარს მთელი საქართველოს მოსახლეობა.


ეს რბილად რომ ვთქვათ, არის „კოჭის გაგორება“ მოსაუბრის მხრიდან, რადგან თუ შენი მოსაუბრე ატყობს, რომ შენ მხარს უჭერ ახალმოსულ მთავრობას - ის „ჩანერგილის“ სტატუსის შიშით აუცილებლად აგყვება, თუ ხარ სხვა გუნდის მხარდამჭერი, უკვე სხვების გასაგონად შენ გამოცხადდები „ჩანერგილად“.


ორ საუბარს შევესწარი ვაგზლის მოედანის ე.წ. ოპტავიკების ბაზრობაზე:


პირველი საუბარი მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა, ავტომანქანიდან გადმოსულს, პირველი, რაც მითხრეს, ის იყო, რომ ავტომანქანისთვის ყურადღება მიმექცია, რადგან უკვე მანქანებს ტეხავენ. ვიკითხე, რომ კარგი ხანია, რაც ასე არავის გავუფრთხილვებივარ და მოსაუბრემ მითხრა, ციხიდან ბევრი გამოუშვესო. საუბარი აღარ გამიგრძელებია. ამით მან ყველაფერი თქვა.


აი, მეორე საუბარს ჩემდა უნებურად შევესწარი, საუბრობდნენ გამყიდველი და მყიდველი, აშკარად ძველი ნაცნობები. თემა, რა თქმა უნდა, არსებულ სიტუაციას ეხებოდა, როგორც ჩემმა „ოპტოვშიკმა“ ნაცნობმა მითხრა, ორივენი "ოცნების" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.


მყიდველი გამყიდველს ეწუწუნებოდა, რომ არაფერი შეცვლილა, რომ მაღაზიები ისევ შიშის ქვეშ ვაჭრობენ, რომ გადასახადებმა არ დაიწია, რომ ისევ იძულებულია შიშით ჩეკი ამოარტყას 5 თეთრიან საღეჭ რეზინაზეც, რომ მისი ახლობელი რომელოსაც ასევე მაღაზია აქვს, ჩეკის არამორტყმის გამო 500 ლარამდე (მგონი, ეს ციფრი თქვა) დააჯარიმეს, რომ მთავრობას ხალხისთვის არ სცალია... გამყიდველი „ოპტოვშიკი“ კი უმტკიცებდა, რომ აუცილებლად უნდა ამოერტყა ჩეკი, უნდა გადაეხადა გადასახადები, რომ ეს გადასახადები ბიძინას ჯიბეში არ მიდის, რადგან ბიძინას ისედაც ბევრი ფული აქვს, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით მოხდება საქართველოს ეკონომიკის აღდგენა, გზების დაგება, განათება, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს გადასახადები, რათა ბიუჯეტი შეივსოს და საქართველოს მოსახლეობამ ამოისუნთქოს, რომ ბიძინა კი დაგვპირდა პენსიების მომატებას, ტარიფების განახევრებას, მაგრამ თუ ჩვენ, მოქალაქეებმა არ გადავიხადეთ გადასახადი, მაშინ ბიძინა ამას ვერაფერს ვერ გააკეთებს. მყიდველი აშკარად არ მოელოდა ასეთ პასუხებს... წამიერი დაფიქრების შემდეგ დააყოლა:
-კი, მართალი ხარ, ბიძინა ამას ყველაფერს გააკეთებს, აბა, მიშა კი არ არის, ბიუჯეტის ფული ჯიბეში ჩაიდოსო.


არადა, 1 ოქტომბრამდე ეს ორივე პიროვნება-მყიდველიც და გამყიდველიც, უნისონში აგინებდნენ მიშას, რომ დიდი გადასახადია, რომ „კასა“ სავალდებულო არ უნდა იყოს, რომ „ჩეკებზე“ ჯარიმები უკანონოა, რომ კეთილი ინებოს მიშამ და მთელმა ნაცმოძრაობამ და საკუთარი ჯიბეებიდან დააფინანსონ ბიუჯეტი, რომ ტარიფების ნახევარი ნაცების ჯიბეში მიდის და სხვა რამეების გამოც, რომელნიც თქვენც კარგად უწყით...

 

მაგრამ თავად "ოცნების" მხარდამჭერებშიც უკვე გამოიკვეთა ორი კატეგორია, პირობითად „ოპტოვშიკი“ გამყიდვლის სახით, რომელიც უკვე ყველანაირად „აპრავებს“ ახალი მთავრობის მოქმედებას, და იმაზე, რაზეც ნაცმოძრაობას ცოცხალსა და მკვდარს უტრიალებდა, ახლა, "ოცნების" შემთხვევაში, "ოცნების" მიერ გადადგმულ იგივე ნაბიჯებს ამართლებს. და მეორე კატეგორია, რომელსაც მართლა გაუცრუვდა იმედები და მოლოდინი, რომლებიც ისევე გამოთქვამენ პრეტენზიებს, ოღონდ იმის გამო რომ არ სურთ „ჩანერგილის“ იარლიყი ან დუმს, ან... ან უბრალოდ, მაინც აგინებს მიშას და მის მთავრობას. ოღონდ უკვე რისთვის, თავადაც აღარ უწყის...


გიორგი შარაშენიძე
,,ნიუპოსტი“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42