ცხელი ხაზი - "126" 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.
შსს-ს გენერალური ინსპექცია სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს. გენერალური ინსპექციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია - შსს-ს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, პიროვნების თავისუფლების და კანონიერი ინტერესების შელახვის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა, სამსახურებრივ და სხვა გადაცდომათა გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და მათზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება; სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება.
გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და პასუხისმგებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
მასალის გამოყენების პირობები






