გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრა გაიმართა. რთული ამოცანის წინაშე მყოფმა “ბაიერნმა” “ბარსელონას” უმაპინძლა.
„ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებაში ბევრი რამ პირველივე მატჩში გაირკვა, როდესაც კატალონიელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს.
გერმანელმა ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით 3:2 გაიმარჯვეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური კატალონიელებმა მოიპოვეს.
„ალიანს არენაზე“ გამართული მატჩი საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა.
ანგარიში მე-7 წუთზე გერმანელმა ბენატიამ გახსნა. თუმცა საპასუხო გოლიც მალევე გავიდა.
მე-15 წუთზე, მესის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა სუარესმა დარტყმას ნეიმარისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა, ურუგვაელ ფეხბურთელს კი ბურთის კარში შეგდება არ გასჭირვებია ანგარიშიც გაათანაბრა. 29-ე წუთზე, კვლავ მესი-სუარესი-ნეიმარის კომბინაციის შემდეგ, ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა.
გერმანელებისთვის თამაშს მეორე ნახევარი უფრო შედეგიანი აღმოჩნდა. 59 წუთზე ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა, 74-ე წუთზე კი ტომას მიულერმა „ბაიერნი“ დააწინაურა.
საფეხბურთო სამყარო დღევანდელი მატჩის მოლოდინშია, რომლის შედეგზეც არის დამოკიდებული შედგება თუ არა ელ-კლასიკო. დღეს "მადრიდის რეალი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. "რეალის" გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ელ-კლასიკოს" ვიხილავთ.
მასალის გამოყენების პირობები






