თურქეთის საგარეო საქმეთა მისნიტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთის ქმედებებს საქართველოში, უკრაინასა და ყირიმში გამართლება არ აქვს.
ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ანტალიაში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შეხვედრამდე განაცხადა.
დიპლომატმა განცხადება, უკრაინის მოვლენების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, არც რუსეთს და არც ევროკავშირს უფლება არ აქვს უკრაინა არჩევანის წინაშე დააყენოს.
„მიუხედავად ბერლინის კედლის ნგრევისა, „კედელი“ გონებაში მაინც დარჩა. თუმცა ვერც რუსეთი და ვერც ევროკავშირი ვერ აიძულებს უკრაინას მათ შორის არჩევანი გააკეთის. რაც შეეხება რუსეთის ქმედებებს საქართველოში, ყირიმსა და უკრაინაში, მას ვერაფერი გაამართლებს" - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქი დიპლომატის თქმით, თურქეთი ეფექტურად იყენებს თავის კარგ ურთიერთობებს რუსეთთან, უკრაინასა და დასავლეთოს ქვეყნებთან პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური დიალოგით უნდა გადაწყდეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






