შსს-მ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდასა და მარნეულში მომხდარი დანაშაულები გახსნა
სამართალი - 10:10, 13 May, 2015     1904

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროსრაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი მანიჟა ჭ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში, ე.წ. ლტოლვილების დასახლებაში მცხოვრებ სისონა გ-ს ოჯახს სოციალური აგენტის სახელით გაეცნო, მათი ნდობა მოიპოვა და მორიგი სტუმრობის დროს სისონა გ. და ოჯახის კიდევ ერთი წევრი მაკა დ. სამედიცინო მედიკამენტების გამოყენებით უმწეო მდგომარეობამდე მიყვანა. დანაშაულის კვალის დაფარვის და დაზარალებულების მოკვლის მიზნით ბრალდებულმა ბინაში გაზის ონკანი გახსნა, 3 330 ლარი გაიტაცა და მიიმალა. სისონა გ-ს და მაკა დ-ს სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს. ამ დროისათვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში თბილისში დააკავეს, გატაცებული თანხის ექვივალენტი ამერიკულ ვალუტაში კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიების მსვლელობის დროს დანაშაულის სხვა გარემოებები გამოიკვეთა, რის გამოც დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა კიდევ ერთი დანაშაული მარნეულში 2014 წლის ნოემბერში ჩაიდინა. მანიჟა ჭ-მ მარნეულის ბაზარში ერთ-ერთი ჯიხურის მოვაჭრე ცოლ-ქმარს ვილაიატ და გულჩოხრა ნ-ებს პროდუქციის დიდი პარტიის შესყიდვის შესახებ საუბრისას ყავაში გაურკვეველი ფხვნილი ჩაუყარა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ამის შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2000 ლარის ღირებულების ოქროულს, 6 000 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაკავებული ორივე დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ძალადობით ძარცვის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი ან მეტი პირის მიმართ სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით; 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42