რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის კრასნოდარის პომიდვრები, კარტოფილი და გამარჯვების სიმბოლოანი მაისური აჩუქა.
ამის შესახებ საგარეო უწყების "ფეისბუკის" გვერდი იტყობინება.
"სერგეი ლავროვმა ჯონ კერის კრასნოდარის პომიდვრები და კარტოფილი აჩუქა, რომელიც ლავროვს, თავის დროზე თავად ამერიკელმა კოლეგამ ჩამოუტანა" - ნათქვამია განცხადებაში.
ჯონ კერიმ რუს კოლეგას რუსული მედიის ციტატების ნუსხა წარუდგინა, რომლებიც მისი თქმით მასშტაბური რუსულ-ამერიკული ურთიერთობების რეალურ პოტენციალს არ ასახავს და რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.
შეგახსენებთ, ჯონ კერი ოფიციალური ვიზიტით სოჭში იმყოფება. დღეს ის სერგეი ლავროვსა და სხვა რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება.



ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






