ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლვევად ფინანსების გამოყოფის რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აგრესიულ რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად რბილი ძალა უნდა იპოვოს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ კოლექტიური ძალისხმევით ექსპანსიური პოლიტიკა უნდა გაატარონ.
ევროპარლამენტარების თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანაექსიამ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა სერიოზულად დააზიანადა და შესაბამისად, რუსეთი სტრატეგიულად პარტნიორად ვეღარ განიხილება.
შეგახსენებთ, მარტში, ბრიუსელშ განაცხადეს, რომ შესაძლოა რუსულენოვანი სატელევიზიო თუ ინტერნეტ გამოცემები შეიქმნას, რომლებიც მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






