ბორის ნემცოვის სკანდალური მოხსენება უკრაინის ომში რუსეთის მონაწილეობაზე
მსოფლიო - 15:35, 12 May, 2015     1250

რუსმა ოპოზიციონერებმა ბორის ნემცოვის ანგარიშზე დაყრდნობით მოსხენება - „პუტინი. ომი“ გამოაქვეყნეს.

კვლევა უკრაინის კონფლიქტში რუსი ჯარისკაცების მოანწილეობას, რუსულ ბიუჯეტსა და ზოგადად უკრაინის მოვლენებში რუსეთის როლს ეხება.

მოხსენება ნემცოვის სიტყვებით იწყება.

„მოვიფიქრე, რაც უნდა გაკეთდეს. უნდა დაიწეროს ანგარიში „პუტინი. ომი“, გამოიცეს დიდი ტირაჟით და გავრცელდეს ქუჩებში. მოვყვეთ, როგორ დაიწყო პუტინმა ეს ომი. მხოლოდ ასე გავიმარჯვებთ პროპაგანდაზე“ - ნათქვამია ანგარიშში.

64 გვერდიანი მოხსენება, რომელიც დონბასში რუსულ ომს ეხება, 12 მაისის პრეზენტაციის შემდეგ გავრცელდება. ანგარიშის სრული ვერსიის გამოქვეყნებამდე გთავაზობთ ძირითად თეზისებს.

· 2014 წლის აგვისტოში მინიმუმ 150 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მაშინ როცა უკრაინული არმია შეტევაზე გადავიდა და რუსმა სამხედროებმა ილოვაისკასთან შეაჩერეს. ანგარიშის მიხედვით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრების გასაჩუმებლად მათ 2 მილიონი რუბლი გადაეცათ.

· 2015 წლის იანვარ-თებერვალში დებალცევოსთან დაახლოებით 70 რუსი კარისკაცი დაიღუპა. მოხსენების თანახმად, დაღუპულთა ოჯახის წევრების უფლებათადამცველმა ნემცოვს დამხარებისთვის მიმართა, რადგან ხელისუფლება დაპირებულ კონპენსაციას არ აძლევდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ დროისთვის დონბასში გაგზავნილი ჯარისკაცები ჯარიდან გარიცხეს და ისინი მოხალისეებად ჩაწერეს. გარდაცვალების ან დაშავების შემთვევაში კი ოჯახის კონპესირება აღუთქვეს, რაც არ შესრულდა.

· ათი თვის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინის ომისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან 53 მილიარდი რუბლი დაიხარჯა. ეს დასკვნა ანგარიშის თანაავტორმა, მაკროეკონომიკური კვლევების ცენტროის დირექტორმა, სერგეი ალექსაშენკომ დადო. მისი ვარაუდით, 21 მილიარდი რუბლი 6 000 მოხალისის შესანარჩუნებლად, 25 მილიარდი - ადგილობრივი მილიციისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად, 7 მილიარდი - ტექნიკის განსაახლებლად.

· რუსული ბიუჯეტიდა 80 მილიარდი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან გამოქცეული ლტოლვილების შესაჩერებლად დაიხარჯა.

· რუსეთის მიერ ყირიმის შემოერთებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის მოქალაქეებმა საკუთარი ხელფასებიდან 2 ტრილიონი რუბლი და დანაზოგებიდან 750 მილიარდი რუბლი დაკარგეს.

ანგარიშის თანახმად, დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახის წევრებს რუსეთის ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებოდნენ.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მკვლელობის რამდენიმე ვერსიას შორის, აქტიურად განიხილებოდა სწორედ ეს ანგარიში, რომელზეც ნემცოვი გარდაცვალებამდე მუშაობდა. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა და დანაშაულში მონაწილეობა უარყო.

ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42