ცხინვალი და დონეცკი სამხედრო დახმარების ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ.
ამის შესახებ, დონეეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის წლისთავთან დაკავშირებით, დონეცკში მყოფმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ორ რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერება მთავრობათაშორის და უწყებათაშორის შეთანხმებას.
„ამ შემთხვევაში, შეთანხმება ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს, მათ შორის სამხედრო სფეროში დახმარებას“ - განმარტა ბიბილოვმა.
ბიბილოვის თქმით, დონეცკის რესპუბლიკის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საპასუხო ნაბიჯია, 2014 წლის ზაფხულში ცხინვალის მიერ დონეცკის დამუკიდებლობის აღიარების.
შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






