„ჰუმანიტარული მიზნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის“ კანადა უკრაინას 30 მილიონ კანადურ დოლარს გადაურიცხავს.
ამის შესახებ, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დუგლას ნიკოლსონმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გუშინ გამართული შეხვედრაზე განაცხადა.
„მსოფლიო იცვლება, მაგრამ მომავალი 5 დღის, თვის თუ 50 წლის განმავლობაში შეგიძლიათ, კანადის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“ - განაცხადა ნიკოლსონმა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა - კერძოდ, დონბასში ვითარების დარეგულირება კანადის საგარეო პოლიტიკის ერთერთი პრიორიტეტია.
კანადელი დიპლომატის საპასუხოდ პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმებას ნათლად ასრულებს, განსხვავებით დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებისგან, რომლებიც ხელშეკრულებას გამუდმებით არღვევენ.
აპრილში, კანადამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინას 200 სამხედრო ინსტრუქტორს გაუგზავნის, რომლებიც უკრაინელი სამხედროების გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას, რამაც რუსეთის ხელისუფლების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






