ბინ ლადენის გარდაცვალების ახალი დეტალები
მსოფლიო - 11:16, 12 May, 2015     4766

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, სეიმურ ჰერში აშშ-ის მთავრობას „ალ-ქაიდას“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის გარდაცვალების გარემოებების დამახინჯებაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტის თქმით, ბინ ლადენი პაკისტანში არ იმალებოდა, როგორც ამას აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, არამედ ადგილობრივი დაზვერვის მიერ იყო დაპატიმრებული და „ალ-ქაიდაზე“ ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა. მისი თქმით, 2006 წლიდან ბინ ლადენი, საუდის არაბეთის ფინანსური მხარდაჭერით პაკისტანის კონტროლქვეშ აბუტაბადეში იმყოფებოდა.

ჰერშის მტკიცებით, აშშ-ის ხელისუფლებას ბინ ლადენის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია პაკისტანის დაზვერვის ოფიცერმა მიაწოდა, რისთვისაც მან 25 მილიონი დოლარი მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატბის ოფიციალური ვერსიით, ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს სპეცოპერაციის დროს მოკლეს, რის შემდეგაც „ალ-ქაიდას“ ლიდერის გვამი არაბეთის ზღვაში ჩაძირეს. ჟურნალისტის თქმით კი, ბინ ლადენის ცხედარი, თავში რამდენიმე ნატყვიარით ვერტმფრენიდან ჰინდუკუშის მთებში ჩამოაგდეს.

სეიმურ ჰერშის ბრალდებებზე თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42