მოსკოვსა და უკრაინაში ნადეჟდა სავენკოს მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკოს დღეს 34 წელი შეუსრულდა, რასთან დაკავშირებითაც კიეველი აქტივისტები დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბნენ და თეთრი საჰაერო ბურთებით ფლეშმობი მოაწყვეს.
აქციის ორგანიზატორები, სავჩენკოსთვის მისალოცი წერილის გაგზავნასაც გეგმავენ.
მოსკოვის აქცია, პილოტის ადვოკატმა, მარკ ფეიგანმა თვითერზე დააანონსა.
„#FreeSavchenko - მხარი დავუჭურით სავჩენკოს“ - წერსა ადვოკატი.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, სავჩენკო კვლავ რუსეთის საპატიმროში იმყოფება.
2014 წლის 13 დეკემბერს, სავჩენკომ გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, 5 მარტს შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა 10 დღის შემდეგ კვლავ განაგრძო და დღემდე შიმშილობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






