ნეპალის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 8 019-ს მიაღწია, დაშავებულია 16 000-ზე მეტი ადამიანი.
დაკარგულად ითვლება 384 ადამიანი, მათგან 14 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამაშველო სამსახურის შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ნანგრევებში კვლავ უამრავი ადამიანი რჩება, რაც სამწუხაროდ მსხვერპლის გაზრდის ვარაუდს ამყარებს.
შეგახსენებთ, ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 25 აპრილს მოხდა. განმეორებითი 6.7 ბალი კი მეორე დღეს დაფიქსირდა. ბოლო 80 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა სამხრეთ აზიაში არ დაფიქსირებულა.
ქვეყანაში უწყვეტად შედის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საჰაერო გზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აგზავნიან. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად უცხოელი პროფესიონალები ნეპალში იმყოფებიან. მიწისძვრით დაზარალებული რაიონების დასახმარებლად გაერომ 15 მილიონი დოლარი გამოყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეპალში ჰუმანიტარული კრიზისია. მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობა საკვებისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
ნეპალის პრემიერ მინისტრის განცხადებით, იმის გამო, რომ ნანგრევებში კვლავ უამრავი ადამიანი რჩება, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა 10 000-მდე გაიზარდოს.
შინაგან საქმთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, კი ნაგრევებში მოყოლილი ადამიანები სავარაუდოდ ცოცხლები აღარ არიან.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






