შემზარავი დანაშაული – ბოტანიკურ ბაღში სამი არასრულწლოვანი გააუპატიურეს
სამართალი - 10:42, 11 May, 2015     40409

თბილისში, ბოტანიკურ ბაღში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანი გოგონა სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა. დანაშაულის თვითმხილველი სამი არასრულწლოვანი ვაჟი კი დღემდე ფსიქოლოგების ზედამხევდელოების ქვეშ არიან. დაზარალებული ბავშვები რეაბილიტაციის კურსს გადიან.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, 27 წლის პედოფილის მიერ დანაშაული 2012 წელს, განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით არის ჩადენილი. ბრალდებული, დანაშაულის ჩადენიდან სამი თვის შემდეგ პოლიციამ ფოტორობოტის მეშვეობით დააკავა. როგორც ირკვევა, მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 27 წლის ლ.ა. მაშინ, როდესაც ის ჯართის შესაგროვებლად იმყოფებოდა ბოტანიკურ ბაღში, ტყეში ბავშვები შენიშნა, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე სასეირნოდ იმყოფებოდნენ. დანაშაულის ჩადენამდე ლ.ა. ბავშვებს, როგორც ტყის მცველი თამაზი ისე გაეცნო, თუმცა მალევე, მათი შეშინების მიზნით, უთხრა, რომ ის მანიაკი იყო და ბავშვებს ხოცავდა. ამის შმდეგ ექვსივე მათგანს ტელეფონი გაათიშვინა და უთხრათ, მის მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდათ.

შედეგად, სექსუალურმა მანიაკმა სამ არასრულწლოვან გოგონასთან სექსულური კავშირი დაამყარა, რისი თვითმხილველნი გახდნენ ასევე მათი თანატოლი ბიჭები. არასრულწლოვნებმა გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს და დამნაშავეც ამოიცნეს.

სასამართლომ ამ შემზარავ დანაშაულში ბრალდებულ სექსუალურ მანიაკს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


წყარო: პრაიმტაიმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42