შსს-ს განცხადება საზღვარზე ფოტოგადაღებასთან დაკავშირებით
სამართალი - 13:56, 09 May, 2015     1453
შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის კვეთის პროცესში ფოტოგადაღების წესის შეცვლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
"გვსურს ვუპასუხოთ ბოლო პერიოდში მედია საშუალებებით გავრცელებულ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებას საზღვრის კვეთის პროცესში ფოტოგადაღების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა.
საზღვრის კვეთის დროს ფოტოსურათის გადაღება, რომელიც პერსონალური მონაცემების შეგროვების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, სტანდარტულად ხორციელდებოდა ყველა პირის მიმართ, რომელიც კვეთდა სახელმწიფო საზღვარს, ამასთან განსაზღვრული არ იყო ფოტო-გადაღების მიზანი და მონაცემთა შენახვის ვადა. ამასთანავე, ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში ხორციელდება მუდმივი ვიდეომონიტორინგი, ხოლო საპასპორტო კონტროლისას გამოიყენება პირის იდენტიფიცირების სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებზე (მათ შორის ფოტო სურათზე) წვდომა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეცვალა არსებული პრაქტიკა: კანონმდებლობით განისაზღვრა მონაცემთა შენახვის ვადა და ის შემთხვევები, როცა პირის იდენტიფიკაციის მიზნით შესაძლებელია სხვადასხვა მოქმედების განხორციელება, მათ შორის ფოტოგადაღება და სხვა სახის ბიომეტრული მონაცემების დამუშავება.
ფოტოგადაღების უკვე დღეს მოქმედი სტანდარტი, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ითვალისწინებს ფოტოგადაღებას, სრულად შეესაბამება პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების პროპორციულობასა და ადეკვატურობას და არ აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესს.
აღნიშნული ცვლილებების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტთან და პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები წარმატებით შეასრულა."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42