,,ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი!“ - სააკაშვილის პასუხი ღარიბაშვილს
პოლიტიკა - 17:04, 08 May, 2015     4238
საქართველოს ექსპრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, წინა ხელისუფლებამ, რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე თანხმობა, თეთრ სახლში ოფიციალურ ვიზიტში გაცვალა. ექსპრეზიდენტი ამ ყველაფერს სიცრუეს უწოდებს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს - ივანიშვილის მარიონეტს.

"ივანიშვილის მარიონეტი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ, თურმე, 2012 წელს რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე თანხმობა, ჩვენ გავცვალეთ მხოლოდ თეთრ სახლში ოფიციალურ ვიზიტში, მაშინ როდესაც ბევრად მეტის მიღება შეგვეძლო. ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი!

2012 წელს ამერიკელების ზეწოლით რუსეთი დათანხმდა ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, საერთაშორისო საბაჟო კონტროლის დაწესებას, რითაც 2008 წლის შემდეგ დამპყრობელს პირველად ვაღიარებინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ისე, რომ ერთხელაც არ უხსენებიათ "დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი". რაც შეეხება იმას, თუ რა მივიღეთ უშუალოდ ამერიკისაგან: - ობამამ გამოაცხადა "მაღალი დონის დიალოგის” დაწყება საქართველოსთვის, ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაწესებაზე, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების ზღაპრულ პერსპექტივებს უქადდა და ასევე პრეზიდენტმა ობამამ გამოაცხადა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მოწოდების გეგმა. ამის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა რამდენიმე ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა ჩვენი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო თავდაცვის მოთხოვნები და წარუდგინა ანგარიში პენტაგონს და თეთრ სახლს, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო საჰაერო და საზღვაო სისტემების მოწოდება და საინჟინრო გამაგრებების მოწყობაში და ტერიტორიული თავდაცვის მოწყობაში გამაგრება. ეს ყველაფერი ეფუძნებოდა ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი ჩემმა მთავრობამ 2009 წელს მოაწერა. სამწუხაროდ ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ ამ საკითხებზე შემდგომი მუშაობა შეაჩერა. ეს არის ის ფაქტები, რომლის გადამოწმება უადვილესია, ჩვეულებად ქცეული ქოცური ტყუილების გასაქარწყლებლად.

მე ყველაზე მეტად მეცოდება ჩვენი ხალხი და ქვეყანა, რომლებიც მინიმუმ სიმართლის გაგონებას მაინც იმსახურებს, სხვა მხრივ სრულიად უნიათო მთავრობისგან" - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში მიხეილ სააკაშვილი.




რუსუდან ქიმერიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42