შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი კონფერენციაზე, მაღალი დონის მრგვალი მაგიდის ფორმატში - „ევროკავშრის სამეზობლო ქვეყნები-ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, სიტყვით გამოვიდა. სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრში მიწვეული იყვნენ როგორც PPRD East პროგრამის პარტნიორი ქვეყნის წამომადგენლები.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სადაც 900-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი, ღია და დახურული გამოფენები გაიმართა. ღონისძიებაზე დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან დაახლოების სტრატეგიული ხედვა განიხილეს, ასევე შეფასდა მიღწევები და დაისახა არსებული გამოწვევების დაძლევის გზები.
მასალის გამოყენების პირობები






